ბუასილის სამკურნალო ხალხური საშუალებები, რომლის შედეგიც საუკეთესოა!
ბუასილი - სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის კავერნოზული ვენების გაგანიერებაა. შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის კვანძებიდან სისხლის დენას, ანთებით პროცესს და ჩაჭედვას სწორ ნაწლავში. ბუასილის განვითარებას ხელს უწყობს შეკრულობა, ცხოვრების მჯდომარე წესი.
არსებობს შიგნითა და გარეთა ბუასილი. ძირითადი სიმპტომია ტკივილი დეფეკაციის დროს, წვა და ქავილი ანუსის მიდამოში, სისხლიანი განავალი.
დასაწყის სტადიაში კარგი ეფექტი აქვს ოქროს ულვაშის პრეპარატებს - ნაყენს, ხსნარს, მალამოს.
არსებობს შიგნითა და გარეთა ბუასილი. ძირითადი სიმპტომია ტკივილი დეფეკაციის დროს, წვა და ქავილი ანუსის მიდამოში, სისხლიანი განავალი.
დასაწყის სტადიაში კარგი ეფექტი აქვს ოქროს ულვაშის პრეპარატებს - ნაყენს, ხსნარს, მალამოს.
- ხსნარის მომზადება - გულყვითელას ნაყენის ( კალანდულა ) 4 წვეთს შევურიოთ ოქროს ულვაშის ნაყენის 3 წვეთი. მომზადებული ხსნარი წავისვათ ანუსის არეში.
- კარგია ანუსის მიდამოს ჩამობანა ოქროს ულვაშის ნახარშით. ამისათვის ოქროს ულვაშის 1 დაქუცმაცებულ ფოთოლს დავასხათ 5 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ 8 სთ. შემდეგ ნახარში გავწუროთ და დავუმატოთ აბაზანისთვის მომზადებულ წყალს.
- ჰემოროიდული კვანძების ადგილას ტკივილის დროს ეფექტურია ასეთი საშუალება: 5 გრ ფარსმანდუკის ყვავილედისა და ჟოლოს ფოთლების ფხვნილს შევურიოთ 50 გრ ახალი კარაქი, თანდათანობით გავადნოთ წყლის აბაზანაზე ( თან სულ ვურიოთ ), შევინახოთ მაცივარში. ძილის წინ წავისვათ უკანა ტანზე. ტკივილი წყნარდება და გამოჯანმრთელებაც მალე ხდება.
- ბუასილის გართულებისას მივიღოთ 1 ჩ/კ ბრტყელეკალას მიწისზედა ნაწილის წვენი 3 - ჯერ დღეში და, ასევე გავიკეთოთ მისივე საფენები 3 კვირის განმავლობაში. მკურნალობის რეზულტატი საუკეთესოა.
- მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, ბუასილის კვანძებზე შეიძლება ბავშვის კრემზე დამზადებული ოქროს ულვაშის მალამო.