ეს მარტივი პროცედურები დაგეხმარებათ ბუასილისგან განკურნებაში.

ეს მარტივი  პროცედურები დაგეხმარებათ ბუასილისგან განკურნებაში.
შიგნითა ბუასილის დროს გადიდებული ვენოზური კვანძები მდებარეობს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სისქეში. იგი ხშირად იწვევს თავის ტკივილებს, გულყრებს, მკერდში შებოჭილობას, მოხრჩობის შეტევებს, გულის ფრიალს, კუდუსუნის მიდამოში ტკივილს, დამბლებს, სულიერ დაავადებებს და ჰიპოქონდრიულ განწყობილებას.
გარეთა ბუასილის დროს გადიდებული ვენოზური კვანძები განლაგებულია ანალური ხვრელის ლორწოვან გარსში კანის გარდამავალ ადგილებზე. მას ჩვეულებრივ, თან სდევს თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, კიდურების გაცივება, მუცლის დაჭიმულობა და შებერვა, ცუდი მადა, უკანა გასავლის წვა, შეკრულობა ან აშლილობისა და შეკრულობის მონაცვლეობა, მოშარდვის სურვილი.
ბუასილით უფრო ავადობენ მამაკაცები, ვიდრე ქალები.

რეცეპტები:
  • გამოიყენება გარეგანად, ტამპონების ან სველი საფენების სახით, თანაბარი რაოდენობით აღებული, შემდეგი მცენარეების ნარევი: ორფერი, მრავალძარღვა, სალბი, ასისთავა და არტემიზია (აბზინდა). იგივე ნარევის 1 ს/კ - ს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავუმატოთ 1 ს/კ. თაფლი, ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 5 წთ, დავაყენოთ 30 წთ. გავწუროთ და შევავსოთ ადუღებული წყლით ჭიქა ბოლომდე. ვსვათ 50 - 50 მლ 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ.

  • მივიღოთ ჭამის წინ თითო ს/კ მწიფე ანწლის ნაყოფი, მოხარშული, როგორც მურაბა, შაქრის გარეშე.

  • ვსვათ აბზინდის ჩაი.

  • გამოვიყენოთ საჭმელად მრავალძარღვა მარილით.

  • წვრილად დავჭრათ ფიჭვზე გაზრდილი თეთრი ფითრის ყლორტები და ფოთლები. 1 ს/კ - ს დავასხათ 1 ჭიქა ცივი წყალი და დავტოვოთ ღამით, დილით კი დავლიოთ მთელი ნაყენი. მეორე დილით მკურნალობა გავიმეოროთ. მკურნალობის კურსი - 5 დღე. დაქუცმაცებული ყლორტები შეიძლება გამოვიყენოთ 2 - 3- ჯერ. ეს რეცეპტი არ უხდება დაბალწნევიან ადამიანებს.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი