იქთიოზის (თევზის ქერცლი) სამკურნალო ხალხური რეცეპტი

იქთიოზის (თევზის ქერცლი)  სამკურნალო ხალხური რეცეპტი
იქთიოზის დროს კანი ხდება ძალიან მშრალი, იქერცლება. დაავადება ატარებს მემკვიდრულ ხასიათს. დათვალიერების დროს ავადმყოფის კანზე შეინიშნება შემოსაზღვრული ან ვრცელი გარქოვანებული კანი, სადაც არ არის ოფლის და ცხიმის ჯირკვლები კანის რქოვანა შრე შესქელებულია, მუდმივად წაროიქმნება ქერცლი, რის შედეგადაც კანი ემგვანება თევზის ან გველის კანს. იქთიოზის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიტამინების B,A, C, E გაზრდილ მოხმარებას და სხვადასხვაგვარ აბაზანებს, ფიზიოთერაპიას. მკურნალობის პერიოდში სასურველია პაციენტმა მიიღოს მზის აბაზანები ასევე სასარგებლო ზღვის წყალი. კარგია აბაზანები სოდით, სახამებლით, ზღვის მარილით, ბორაქსით. ადგილობრივად გამოიყენება ღორის ქონით ან ნატრიუმის ქლორიდის 10 % - იანი კრემით დაზელვა.

რეცეპტი:
მიიღება ცირცელის, ჭინჭრის, ქაცვის, შვრიის, ასფურცელას, მრავალძარღვას, პიონის პრეპარატები. გამოიყენება ასევე ბიოსტიმულატორები - მანჯურიული არალია, ელეუტეროკოკი.

მომზადეთ ნაკრები:
ასფურცელას ყვავილი - 10 გრ, შავბალახას ყვავილი - 5 გრ, შვრიის თივა - 10 გრ, ცირცელის ნაყოფი - 10 გრ, ჭინჭრის ფოთოლი - 20 გრ, მრავალძარღვას ფოთლები 10 გრ, ჯანგას ფესურები - 20 გრ, შვიტას ბალახი - 10 გრ. ყველაფერი აურიეთ დაფქვით, აიღეთ 2 ს/კ ნარევი დაამატეთ 1/2 ლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭ 2 - ჯერ დღეში 1 - 2 თვე. ხანგრძლივად მიიღება ვიტამინი (30 წვეთამდე 2 - ჯერ დღეში ).
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი