ხალხური სამკურნალო ლოსიონები სახის კანის სებორეის დროს.
სებორეა - კანის დაავადებაა, ცხიმოვანი ( ქონის ) ჯირკვლების ფუნქციით განპირობებული. ჩვეულებრივ ის სქესობრივი სიმწიფის პერიოდში ( 12 - 18 წელი ) იწყება.
სებორეა ქმნის პირობებს კანის ისეითი დაავადებების წარმოსაქმნელად, როგორიცაა სებორეული ეგზემა, სებორეული დერმატიტი, ჩირქგროვანი ანთებები, საყმაწვილო ფერისმჭამელები და სხვა. ქერცლი და თმის ნაადრევი ცვენა - სებორეის ყველაზე უფრო უსიამოვნო შედეგებია.
სებორეის მკურნალობას ექიმი ატარებს. სასარგებლოა წყლის პროცედურები: აბაზანები, შხაპი , ზაფხულობით ზღვაზე ბანაობა.
ხალხური მედიცინის საშუალებები რეკომენდებული სახის კანის სებორეის დროს ( ლოსიონები კანის გასაწმენდად )
კრაზანა ნასვრეტებიანი. ნახარშის მოსამზადებლად 1 ს/კ გამხმარ ბალახს ( ფოთლებსა და ყვავილებს ) დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ 10 - 15 წთ და მაშინვე გაწურეთ. გამოიყენეთ სველსაფენებისა და სახის გაწმენდისათვის.
მუხა. ქერქის ნახარში ( 1 : 5 ) გამოიყენეთ გარეგანი ხმარებისათვის ცხიმოვანი სებორეის დროს, დამწვრობისას. შეგიძლიათ 1 ჭიქა მუხის ქერქის ნახარშს დაუმატოთ 1 ჩ/კ თაფლი, ნარევი შეიზილოთ თმის ძირებში ან გაიწმინდოთ სახის კანი.
გულყვითელა ( კალანდულა ). ნაყენი მზადდება 40 % -იან სპირტზე შეფარდებით 1 : 10. გარეგანი გამოყენებისათვის 1 ს/კ ნაყენი იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში.
ლიმონი. 1 ლიმონის წვენი გუმოდგინეთ აურიეთ ათქვეფილ კვერცხის ცილაში, დაუმატეთ 1 ჩ/კ გლიცერინი და ნახევარი ჭიქა ოდეკოლონი. ამ მატონიზირებელი ლოსიონით დაიზილეთ კანი ძილის წინ ცხიმოვანი სებორეის დროს.