გაწუხებთ ქუსლებზე კანის გარქოვანება?! ეს საშუალება პემზაზე,სპეციალურ სახეხ საშუალებებზე მეტად დაგეხმარებათ!

გაწუხებთ ქუსლებზე კანის გარქოვანება?! ეს საშუალება პემზაზე,სპეციალურ სახეხ საშუალებებზე მეტად დაგეხმარებათ!
გარქოვანებული კანი ქუსლებზე — არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს კი არა, უამრავს ქალსაც აწუხებს. ასეთი უსიამოვნო დაავადების მიზეზი შესაძლოა გახდეს სოკოვანი დაავადება, ვიტამინების უკმარისობა, მოუხერხებელი ფეხსაცმელის ტარება და ასევე ენდოკრინული სისტემის დარღვევა.

თუ გარქოვანებული კანის პრობლემას უკვე დიდი ხანია ებრძვით, სასურველია კონსულტაციისთვის ექიმს მიაკითხოთ. FPAPARAZZI-ს რედაქცია კი ეცდება ეს პრობლემა კოსმეტიკური საშუალებებით მოგიგვაროთ. მკურნალობის დასაწყებად თქვენ სამკურნალო ნიღაბის დამზადება დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. შეურიეთ მცირე ზომის ჭურჭელში კვერცხის გული, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. დაიტანეთ ნიღაბი ქუსლების გაუხეშებულ კანზე და დააფიქსირეთ ბინტის დახმარებით. ადროვეთ ნიღაბს მოქმედებისთვის 20-30 წუთი, შემდეგ კი ფეხი დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი კანის პრობლემურ ზონებზე.
  2. კანის წესრიგში მოსაყვანათ თქვენ მინიმუმ 1 თვე დაგჭირდებათ, შედეგი კი ნამდვილად გაგახარებთ. ჩაიტარეთ ასეთი პროცედურები კვირაში მინიმუმ 3 ჯერ და თქვენ აუცილებლად დაივიწყებთ კანის გარქოვანების პრობლემას.



გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ამ მართლაც მოქმედი ნიღაბის რეცეპტი და არ დაივიწყოთ გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.