ნეიროდერმიტის სამკურნალო ხალხური საშუალებები
ნეიროდერმიტი ანუ ატოპიური დერმატიტი ვლინდება როგორც წესი ჯერ კიდევ ბავშვთა ასაკში - დაავადება მიეკუთვნება ნევროდერმატოზების ჯგუფს. რომლის ძირითად მანიშნებლად ითვლება გამონაყარი და კანის შეცვლა - მისი გასქელება. ნეიროდერმიტის ძირითად გამომწვევ ფაქტორად მოზრდილებში ითვლება გენეტიკური განწყობა და ნერვული სისტემის მხრივ დაზიანება. განასხვავებენ შემოსაზღვრულ და დიფუზურ ნეიროდერმიტს. ორივე ფორმის ახასიათებს მოუთმენელი ქავილი ღრმა ნაკაწრებით, რომლის შემდეგ ყალიბდება ნაკაწრები, ხორცისფერ -თეთრი პაპულები, მდგრადი დერმოგრაფიზმი.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- დაავადების მწვავე პერიოდში აიღეთ 2 -3 ს/კ. შვრიის ან ხორბლის ფანტელი, დაასხით 1 ლ ცხელი რძე ქარხნული და არა ოჯახური (ალერგიული ) მიღებული მასა დაადეთ დაზიანებულ ადგილზე გააჩერეთ 15 - 20 წთ, მასის მოშორების შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ წაისვით მკვები კრემი.
- პასიფლორას (მელისა) ექსტრაქტი მიიღება 30 წვეთი საღამოს ჭამამდე 1 საათით ადრე.
- დაზიანებულ ადგილზე უსვამენ მკვებავ კრემს, რომელიც რეკომენდებულია მშრალი კანისთვის.
- ნეიროდერმიტის ხანგძლივობა 6 თვეზე მეტი თუ არის რეკომენდებულია ასფურცელას და აბზინდას ყვავილების მიკრო ოყნა. 1:1 პროპორციით 1 ჭ ნარევს დაასხით 100 მლ მდუღარე. დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. კეთდება დღეგამოშვებით, კურსი 10 - 12 პროცედურა.
- ანთებით ადგილზე შეიძლება დაედოს მრავალძარღვას ახალი ფოთლები, რომლებიც მოქმედებენ ანთების საწინააღმდეგო, შემახორცებელ, ბაქტერიოციდულ მოქმედებით.