უმკურნალეთ ნეიროდერმიტს ფიტოთერაპიის საუკეთესო რეცეპტებით
ნეიროდერმიტი ანუ ატოპიური დერმატიტი. ვლინდება როგორც წესი ჯერ კიდევ ბავშვთა ასაკში - დაავადება მიეკუთვნება ნეიროდერმატოზების ჯგუფს. რომლის ძირითად მანიშნებლად ითვლება გამონაყარი და კანის შეცვლა - მისი გასქელება. ნეიროდერმიტის ძირითად გამომწვევ ფაქტორად მოზრდილებში ითვლება გენეტიკური განწყობა და ნერვული სისტემის მხრივ დაზიანება. განასხვავებენ შემოსაზღვრულ და დიფუზურ ნეიროდერმიტს. ორივე ფორმას ახასიათებს მოუთმენელი ქავილი ღრმა ნაკაწრებით, რომლის შემდეგ ყალიბდება ნაკაწრები, ხორცისფერ-თეთრი პაპულები, მდგრადი დერმოგრაფიზმი.
შემოსაზღვრული ნეიროდერმიტის დროს პროცესი ყველაზე ხშირად ვლინდება კისრის უკანა მხარეს, იდაყვის და მუხის მოსახარში. ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე. შემოსაზღვრული ნეიროდერმიტი იწყება მწირე ნაწილზე გამონაყარით, შემდეგ იზრდება, ყველა გამოვლინება საფეხურეობრივად იზრდება.
მკურნალობა:
შემოსაზღვრული ნეიროდერმიტის დროს პროცესი ყველაზე ხშირად ვლინდება კისრის უკანა მხარეს, იდაყვის და მუხის მოსახარში. ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე. შემოსაზღვრული ნეიროდერმიტი იწყება მწირე ნაწილზე გამონაყარით, შემდეგ იზრდება, ყველა გამოვლინება საფეხურეობრივად იზრდება.
მკურნალობა:
- დაავადების მწვავე პერიოდში აიღეთ 2 - 3 ს/კ შვრიის ან ხორბლის ფანტელი, დაასხით 1ლ ცხელი რძე ქარხნული და არა ოჯახური (ალერგიული) მიღებული მასა დაადეთ დაზიანებულ ადგილზე გააჩერეთ 15 - 20 წთ, მასის მოშორების შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.
- პასიფლორას (მელისა) ექსტრაქი მიიღება 30 წვეთი საღამოს ჭამამდე 1 საათით ადრე.
- დაზიანებულ ადგილზე უსვამენ მკვებავ კრემს, რომელიც რეკომენდებულია მშრალი კანისთვის.
- ნეიროდერმიტის ხანგრძლივობა 6 თვეზე მეტი თუ არის რეკომენდებულია ასფურცელას და აბზინდას ყვავილების მიკრო ოყნა. 1:1 პროპორციით 1 ჭ ნარევს დაასხით 100 მლ მდუღარე, დააყენეთ 1 სთ გაწურეთ, კეთდება დღეგამოშვებით, კურსი - 10 - 12 პროცედურა.
- ანთებით ადგილზე შეიძლება დაედოს მრავალძარღვას ახალი ფოთლები, რომლებიც მოქმედებენ ანთების საწინააღმდეგო, შემახორცებელ, ბაქტერიოციდულ მოქმედებით.
- მოამზდეთ ნაკრები: მინდვრის შვიტა 15 გრ, კატაბალახა 10 გრ, ჭინჭრის ფოთოლი 25 გრ, სამფერა ია - ბალახი - 10 გრ, გვირილას ყვავილი 20 გრ, ძიძო ბალახი 10 გრ, თავშავას ბალახი -10 გრ, 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 500 მლ მდუღარე, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ 1/2 ჭ სვამენ 4 - ჯერ დღეში ჭამამდე.
- მოამზადეთ ნაკრები: მინდვრის შვიტა 30 გრ, წითელი ცირცელის ნაყოფი 40 გრ, მუხის ქერქი 50 გრ, თრიმლის ფოთოლი 40 გრ, სალბის ფოთოლი 15 გრ, ორი მუჭი ნაკრებს დაასხით 3 ლ მდუღარე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წთ. ნახარში გამოიყენება ადგილობრივად წასასმელად ან აბაზანისთვის.