უმკურნალეთ წყლულოვან კოლიტს უსაფრთხო და ეფექტური რეცეპტებით

უმკურნალეთ წყლულოვან კოლიტს  უსაფრთხო და ეფექტური  რეცეპტებით
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი - მძიმე დაავადებაა, რომელიც თანაბარი ალბათობით ვითარდება როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. წყლულოვანი კოლიტის გამომწვევი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი.
დაავადების საწყის სტადიაზე აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და გახშირებული, თხევადი, სისხლიან - ლორწოვანი, სისხლიანი განავალი. იშვიათად დაავადება იწყება მწვავე დიზენტერიის ტიპის კლინიკით: ტემპერატურის მატებით, სისხლიანი ფაღარათით. იშვიათად დაავადების კლინიკაში პირველ რიგში თავს იჩენს საერთო ინტოქსიკაციის გამოვლინებები. ტკივილი სახსრებში, ცუდი თვითშეგრძნება, კანის საფარველის სიფერმკრთალე, განავალში ყოველთვის არის სისხლი და ლორწო.

რეცეპტები:
  • თეთრი კომბოსტოს წვენი მიიღება ოთხჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, იწყება 1/2 ჭ - დან, 1 ჭიქამდე 3 - 4 კვირის განმავლობაში.

  • დღეში ორჯერ მიიღება ყველის შრატი, ამ დროს ცხიმიანი საკვები უნდა შეიზღუდოს.

  • კოლიტისა და კუჭიდან სისხლდენის დროს 4 ჩ/კ ჟოლოს ფოთოლს ან ნაყოფს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ. მიიღება 1/2 ჭ 4 - ჯერ დღეში ჭამამდე.

  • კოლიტის დროს თითო ჩაის კოვზი ასისთავა, სალბი, სააფთიაქო გვირილა, აურიეთ ერთმანეთში დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ. მიიღება 1 ს/კ 2 სთ - ში ერთხელ 1 - 3 თვის შემდეგ დოზა მცირდება მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდით. მკურნალობა უსაფრთხოა ხანგრძლივი მიღების დროსაც.

  • კოლიტის სისხლდენით მიმდინარე ენტეროკოლიტის დროს მიიღება დვალურას ფესვები ნახარში. 2 ჩ/კ ძირებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ. გააგრილეთ, გაწურეთ. მიიღება 2 ს/კ 3- 4 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
    ტკივილის შემცირებისა და სისხლდენის შეჩერების შემდეგ მიიღება 1 ს/კ.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი