გადაიტანეთ კლიმაქტერული პერიოდი უმტკივნეულოდ ხალხურ რეცეპტებთან ერთად
კლიმაქსი - არის საკვერცხის ფუნქციონირების შეწყვეტის ფიზიოლოგიური პერიოდი. კლიმაქტერული პერიოდი არასწორად მიიჩნევა ქალისთვის კრიტიკულ ასაკად. კლიმაქტერულ პერიოდში ქალები უჩივიან: სისხლის მოწოლას თავში და სხეულის ზედა ნაწილში, თანდართული მომატებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, საერთო სისუსტე. ავადმყოფს აწუხებს ძილის დარღვევა, ფსიქოემოციური ლაბილობა, სახსრების ტკივილი, გარეთა სასქესო ორგანოების ჩივილები უმეტესად შემოდგომა - ზამთრის პერიოდში იჩენს თავს. კლიმაქტერულ პერიოდში ქალბატონებმა უარი უნდა თქვან ალკოჰოლზე, პროდუქტებზე რომლებიც აღაგზნებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. სასარგებლოა რძიან - მცენარეული დიეტა, სასურველია ზედმეტი წონის დაკლება. კლიაქტერულ პერიოდში მკურნალობა ინიშნება საშუალო და მძიმე ფორმის დროს. ინიშნება დიეტა, სასურველია რეჟიმის დაცვა. დამამშვიდებელი საშუალებები, პოლივიტამინები, ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, წყლის პროცედურები.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ფუტკრის მტვერი თაფლთან ერთად 1:1 შეფარდებით 1- 2 ჩ/კ 2 - 3 - ჯერ დღეში.
- კლიმაქსის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს 200 გრ ალოე, 3 ს/კ მატიტელას დაფქული ფესვები, 600 გრ თაფლი, 600 მლ წითელი მშრალი ღვინო აურიეთ ყველაფერი კარგად, მოათავსეთ წყლიან აბაზანაში 1 სთ. მიიღება 1 ს/კ 3- ჯერ დღეში ჭამამდე.
- 150 გრ ალოეს წვენი აურიეთ 300 გრ თაფლში, დადგით ცეცხლზე, არ უნდა ადუღდეს, დააყენეთ 2 სთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ, შეაცხელეთ. გაწურეთ. მიიღება 5 -10 გრ საუზმემდე 1სთ - ით ადრე. სასარგებლოა კლიმაქტერულ პერიოდში ყაბზობის დროს.
- 45 წლის ზემოთ ქალბატონებმა, წელიწადში ორჯერ, 1 თვის განმავლობაში დილაობით ცაცხვის ჩაი უნდა მიიღონ (ცაცხვის ყვავილები უნდა დააყენოთ როგორც ჩაი ) მათ შეეძლებათ აღარ ეშინოდეთ კლიმაქსის. კლიმაქტერული პერიოდი დგება გაცილებით გვიან და იქნება უმტკივნეულო, სისხლდენის გარეშე. ცაცხვის ჩაი მიიღება მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს. ყველა სამკურნალო თვისება ძლიერდება თუ დაემატება სალბის ფოთლები და ყვავილების ნახევარი ულუფა.