რეცეპტები, რომლებიც კლიმაქტერულ პერიოდში დაგიბრუნებთ სიმხნევეს და შრომისუნარიანობას, მოგიწესრიგებთ ძილს

რეცეპტები, რომლებიც კლიმაქტერულ პერიოდში დაგიბრუნებთ სიმხნევეს და შრომისუნარიანობას, მოგიწესრიგებთ ძილს
კლიმაქსი - არის საკვერცხის ფუნქციონირების შეწყვეტის ფიზიოლოგიური პერიოდი. კლიმაქტერული პერიოდის ჩივილებია: წონაში მატება, საერთო სისუსტე, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სარძევე ჯირკვლებში და საშვილოსნოში ჰიპერპლაზმური პროცესები. ხშირად კლიმაქსის ნორმალური მიმდინარეობა რთულდება, ვითადება ე.წ. კლიმაქტერული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ვეგეტატიური, ნეიროენდოკრინული, ნივთიერებათა ცვლის, ფსიქოემოციური დარღვევები, ქალის ორგანიზმში ზოგადი და ადგილობრივი ცვლილებების ფონზე.

რეცეპტები:
  • 15 წვ ტეგანის სპირტიანი ნაყენი დაასხით კოვზზე ან დააწვეთეთ შაქრის ნატეხს. მიიღება 3 - ჯერ დღეში. ნაყენის მომზადება: 1 წილი ტეგანის ფოთლის ახლადგამოწურულ წვენს დაასხით 6 წილი სპირტი, დააყენეთ 10 დღე, ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ.

  • თავშავას ჩაი სასარგებლოა ისეთ შემთხვევაში როცა კლიმაქსი მიმდინარეობს ხშირი წამოხურებით, ძლიერი სისხლდენისას, რომელიც იწვევს ანემიას.
    ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმებისას მიიღება ყოველდღე.

  • 100 გრ მაღალი კანაფის მშრალ, დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1/2 ლ 70 % - იანი სპირტი, დააყენეთ 14 დღე, ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, გამოწურეთ. მიიღება 20 - 30 წვ, წყალთან ერთად, 3 - ჯერ დღეში ჭამამდე. 1,5 - 2 თვის განმავლობაში. ნაყენი შველის ნაღლილობას, გაღიზიანებას, აუმჯობესებს ძილს. დაგიბრუნებთ სიმხნევეს და შრომისუნარიანობას.

  • 50 გრ გულყვითელას მშრალ, დაფქულ ყვავილს დაასხით 1/2 ლ 70 % - იანი სპირტი. დააყენეთ 14 დღე, ბნელ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ, გაწურეთ. მიიღება 20 - 30 წვ წყალთან ერთად. 3 - ჯერ დღეში ჭამამდე. სასარგებლოა კლიმაქტერულ პერიოდში თავის ტკივილის დროს, ძილის მოსაწესრიგებლად, შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, გულის არეში ტკივილის დროს, შეშუპების დროს.

  • 1 ს/კ დედოფლისთითას მშრალ ბალახს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1სთ, გაწურეთ. ნახევარი დალიეთ ჭამამდე 10 წთ - ით ადრე, დარჩენილი ნახევარი კვებათა შორის. დღის განმავლობაში უნდა დაილიოს 600 მლ ნაყენი. ეფექტურია თავბრუსხვევის, თავის ტკივილის დროს.

  • 100 გრ ნაღების კარაქი, 50 გრ თაფლი, 25 გრ ფუტკრის მტვერი. მიიღება 1 - 2 ჩ/კ 2 - 3 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი