რა დაავადებაა ნაწლავთა ნევროზი და როგორ მკურნალობენ მას
ლორწოვანი კოლიკა წარმოადგენს, ფუნქციური ხასიათის თვითგანვითარებად დაავადებას, მას ასევე უწოდებენ ნაწლავთა ნევროზს. დაავადება უფრო ხშირად გვხვდება ქალებში მის მიზეზს წარმოადგენს ნერვულ - ენდოკრინული სისტემის არამდგრადობა, რომელიც გამოწვეულია დაძაბვით, ნერვიული აშლილობით. დაავადება ვითარდება მოულოდნელი, ძლიერი ტკივილით მუცლის ქვედა არეში, რომელსაც თან ახლავს სქელი ლორწოს გამოყოფა. ტკივილის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღემდე. ტკივილის შეტევა, როგორც წესი, მთავრდება ფაღარათით, რომელსაც თან ახლავს მეტეორიზმი და ბუყბუყი ნაწლავებში. შეტევათა შორის პერიოდში ავადმყოფს აღენიშნება სპასტიკური შეკრულობა, გაღიზიანებადობა, უძილობა ან ცუდი ძილი.
მკურნალობა:
შეტევის დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი, მუცელზე ადებენ თბილ სათბურს ან გახურებულ კომპრესს. შეტევის გავლის შემდეგ მიმართავენ ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებებს. (წყლის პროცედურები, ფიზკულტურა, სპორტი ), საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი ( განსაკუთრებით ვიტ: B და C ). ნახშირწყლები და მარილი სასურველია შემცირდეს. საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ალერგიის გამომწვევი პროდუქტები.
სამკურნალო ბალახებიდან მიიღება დამამშვიდებელი მცენარეები (კატაბალახა, შავბალახა, იორდასალამი, თეთრი შროშანი ). ინიშნება ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.