შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და მიიღეთ ხორცის იდეალური კერძი
ერთის მხრივ, არაფერია ხორცის მობრაწულას მომზადებაზე იოლი. მეორეს მხრივ კი, ეს კერძი შეგიძლიათ სადღესასწაულოდ, უჩვეულოდ და განუმეორებლად აქციოთ. ერთ-ერთ ასეთ რეცეპტს დღეს fpaparazzi შემოგთავაზებთ.
ერთის მხრივ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უბრალო მობრაწულაა ხორცითა და ყველით. შებრაწული ქერქის ქვეშ ხორცის ფარშია კვერცხის ცილაში. შესანიშნავად ჟღერს, გემოზე კი კიდევ უკეთესია. ამ ორიგინალური კერძის მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო და იოლად იყოფა ულუფებად. ყველაფერი ეს კი იდეალურს ხდის დიდი საოჯახო სუფრის დასამშვენებლად.
ინგრედიენტები
მომზადება

- 500 მლ რძე
- 250 გრ ხორცის ფარში
- 250 გრ მაგარი ყველი
- 150 მლ თეთრი მშრალი ღვინო
- მარილი გემოვნებით
- 5 კვერცხი
- 4 ს.კ. ტომატის სოუსი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 1 ხახვი
- 30 გრ კარაქი
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- დადგით კვერცხი მოსახარშად და შეუდექით ხორცის მომზადებას. დაყარეთ ტაფაზე შესაწვავად. ამ დროს დაჭერით ხახვი და დაამატეთ ხორცს. გაჭერით კვერცხი შუაზე. გამოაცალეთ გული, გახეხეთ და დაამატეთ ფარშს. შეავსეთ ფარშით ცილები, გამოიყენეთ მთელი შიგთავსი.
- გაადნეთ კარაქი და დაამატეთ ფქვილი, მოხალეთ 2 წუთით, დაამატეთ რძე და მოამზადეთ სოუსი ბეშამელი.
- ცხიმწამულ ფორმაში მოათავსეთ კვერცხი ფარშით, დაასხით სოუსი და არგად მოაყარეთ ყველი. გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
- უმჯობესია, გამოიყენოთ საქონლის ხორცის ფარში, რადგან ის ნაკლებად ცხიმიანია. შესაძლებელია კლასიკური ვარიანტის გამოყენებაც: საქონლისა და ღორის ხორცის ფარშის ნარევი. რაც უფრო მეტ ყველს გამოიყენებთ, უფრო გემრიელი და წვნიანი მობრაწულა გამოგივათ.