ჩებურეკები ასე ჯერ არ მოგიმზადებია! საუკეთესო რამ, რაც კი შეგიძლია თხელი ლავაშით მოამზადო...

ჩებურეკები ასე ჯერ არ მოგიმზადებია! საუკეთესო რამ, რაც კი შეგიძლია თხელი ლავაშით მოამზადო...
ნებისმიერი კერძი შედგება პროდუქტებისა და დროსგან, რომელსაც მის მომზადებაზე ხარჯავ. დრო კი უმეტესად არ გვყოფნის განსაკუთრებით რაიმე რთულის მოსამზადებლად, ამიტომაც არსებობს გამარტივებული რეცეპტები. ერთ-ერთ მათგანს დღეს fpaparazzi გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • საქონლის ხორცის ფარში 500 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხახვი 2 თავი
  • შავი დაფქული პილპილი 5 გ
  • ლავაში 3 ცალი
  • მარილი 5 გ
  • ზეთი 200 მლ
  • წყალი 150 მლ


მომზადების წესი:

  1. დაჭერით ხახვი და დაყავით ლავაში კვადრატებად.
  2. ხორცის ფარშს შეურიეთ წყალი, დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი. კვერცხი ცალკე ათქვიფეთ ჯამში.
  3. მოათვსეთ ხორცის შეზავებული ფარში ლავაშის ნაჭრის ერთ მხარეს, დაუტოვეთ კიდეებზე 2-2 სმ-ს თავისუფალი ადგილი. მოკეცეთ კვადრატი დიაგონალზე, ხოლო თავისუფალ კიდეებზე წაუსვით კვერცხი. შეაწებეთ ერთმანეთზე.
  4. შეწვით ჩებურეკები ბევრ ზეთში დაბრაწვამდე. მზა სამკუთხედები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოშორეთ ზედმეტი ცხიმი.


გემრიელად მიირთვით!