ხალხური მედიცინის რეცეპტები წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ!
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. სიმსივნე ნელა იზრდება და თანდათან აწვება შარდსავალ გზებს. ძნელდება შარდის გამოყოფა.
ხალხური მედიცინის რეცეპტები წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ:
ხალხური მედიცინის რეცეპტები წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი სატაცური, დააქუცმაცეთ, დაასხით 200 გრ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთს, გაწურეთ, მიიღეთ 50 გრ. ყოველ ხუთ საათში ერთხელ.
- დააქუცმაცეთ ოროვანდისა და ბირკავას ძირები, თითო სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 500 გრ. წყალი, ადუღეთ 10 წუთ, გაწურეთ და მიიღეთ 50 - 80 გრ ჭამის წინ 3 - 4 - ჯერ დღეში.
- თხილის გამხმარი ფოთლები და კანი დააქუცმაცეთ. 1 სუფრის კოვზს დაასხით 200 გრ წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ, მიიღეთ 15 - 20 გრ 3 - ჯერ დღეში.
- ანთებითი პროცესის დროს შეიძლება იხმაროთ მალამო ბუტაპროსტი, 5 დღის განმავლობაში, დღეში 1 სანთელი.
- ასეთი სანთლები შეგიძლიათ თვითონ მოამზადოთ:
აიღეთ 1 გრ პროპოლისი, 2 გრ კაკაოს ზეთი, გახსენით სპირტში. მიიღებთ თხელ მალამოს. ტკივილს შეგიმსუბუქებთ.