ხალხური რეცეპტები, რომლებიც პროსტატის ადენომის მკურნალობაში დაგეხმარებათ!
ეს დაავადება უფრო ხშირად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ. ის ნელა ვითარდება, აწვება შარდის გამავალ სადინარს და ართულებს შარდის ბუშტის მოწმედებას. დაავადების პირველი ნიშანია - გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამღამობით; იმდენად მცირდება და წვრილი ხდება შარდის ნაკადი, რომ შვეულად ეცემა და შესაძლოა ავადმყოფმა ფეხებიც დაისველოს.
დროთა განმავლობაში ეს მოვლენა უფრო ძლიერდება: მიუხედავად ავადმყოფის ძალისხმევისა, შარდი წვეთობით გამოიყოფა და საბოლოოდ შეიძლება სრულიად შეჩერდეს.
ხალხური მედიცინა წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ შემდეგ რეცეპტებს გვთავაზობს:
ჩვეულებრივი თხილი. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს ( ივნისში შეგროვებულს ) დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღბული წყალი, გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ. სვით ჭიქის მესამედი 3 - ჯერ დღეში.
ოროვანდი დიდი ( ძირხვენა ). ავიღოთ 1 ს/კ დაქუცმაცებული ფესვი, დავასხათ 500 მლ წყალი, ვადუღოთ 10 წთ. გავწუროთ. ვსვათ ღვინის სირჩით 4 - ჯერ დღეში ჭამის წინ.
ძირტკბილა შიშველი. ავიღოთ 1 ს/კ დაქუცმაცებული ფესვი, დავასხათ 500 მლ. წყალი და ვადუღოთ 10 წთ, გავაგრილოთ, გავწუროთ. მივიღოთ ნაყენი სირჩით ჭამის წინ.
ფიჭვი. აიღეთ 30 გრ ფიჭვის ნორჩი ყლორტები, მოხარშეთ 1 ჩ/ჭ წყალში და მიიღეთ ორ - ორი ს/კ დღეში 4 - 5 - ჯერ.
ბაღის სატაცური. 1 ს/კ დაქუცმაცებული ფესურა ადუღეთ 10 წთ 200 მლ წყალში. მიიღეთ ღვინის სირჩით ყოველ 4 საათში.
გოგრის თესლი. აიღეთ 300 გრ გარჩეული გოგრის თესლი, კარგად გარეცხეთ, დაყარეთ ტაფაზე და გააშრეთ ნელ ცეცხლზე ( არ მოხალოთ ). გამშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში და ყოველ დილით საუზმისას 1 ს/კ მიღებული მასა მოაყარეთ ჰერკულესის ან სხვა თხიერ ფაფებს. ეს გაგანთავისუფლებთ საშარდე მილის პრობლემებისგან.