უმკურნალეთ წინამდებარე ჯირკვლის ადენომას უებარი ხალხური რეცეპტებით
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა - წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია. უფრო ხშირად წარმოიქმნება მამაკაცებში 40 წლის ასაკის შემდეგ. ასაკთან ერთად დაავადების პროცენტი მკვეთრად იზრდება. სიმსივნე ვითარდება ნელა, თანდათანობით აწვება საშარდე არხს და აძნელებს შარდის ბუშტის სრულ დაცლას. ერთდროულად სიმსივნე აწვება შარდის ბუშტის ყელს, აღიზიანებს მას, რაც იწვევს ხშირი მოშარდვის სურვილს.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შეგუბებითი მოვლენები მცირე მენჯში და ცხოვრების მჯდომარე წესი. იმ პირობებში, რომლებიც მისდევენ სპორტს, ადენომა იშვიათად ვითარდება.
წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალო რეცეპტები:
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შეგუბებითი მოვლენები მცირე მენჯში და ცხოვრების მჯდომარე წესი. იმ პირობებში, რომლებიც მისდევენ სპორტს, ადენომა იშვიათად ვითარდება.
წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალო რეცეპტები:
- ავიღოთ თითო ჩ/კ ჭინჭრის, ძირტკბილას, ოთხფურცელა მარწყვა - ბალახის ძირები, დავაქუცმაცოთ და დავასხათ 600 მლ ცივი წყალი. დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 - 12 წთ. დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე 1 სთ. მივიღოთ თითო ჭიქა დილით და საღამოთი.
- ავიღოთ 1 ს/კ დაქუცმაცებული ოხრახუშის ძირები, დავასხათ 1,5 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ ღამე თერმოსში, დილით გავწუროთ. მივიღოთ მთელი ნაყენი დღის განმავლობაში, თითო ს/კ 1 - 1,5 შუალედით.
- მოვამზადოთ ნაყენი ვერხვის ქერქისაგან, რისთვისაც ქერქი შევაგროვოთ სითხის აქტიური მოძრაობის პერიოდში. 200 გრ გამხმარ, დაქუცმაცებულ ქერქს დავასხათ 0,5 ლ არაყი. დავაყენოთ არანაკლები 14 დღისა, მივიღოთ 20 - 20 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დავუმატოთ 15 - 20 მლ წყალი. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 თვეა, შეუსვენებლად.
- ყოველდღიურად ძილის წინ, 3 -5 წუთის განმავლობაში, შევიზილოთ შორისის მიდამოში სოჭის ზეთი ( იყიდება აფთიაქებში ), მაგრამ სიფრთხილით, რომ არ შეეხოს სათესლე პარკსა და ანალურ ხვრელს - ზეთს ძლიერი გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს.
- მივიღოთ პროპოლისის წყლიანი ექსტრაქტი - თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოვლედღიურად, საღამოთი, გავიკეთოთ პროპოლისის სანთელი სწორ ნაწლავში. სანთლების დასამზადებლად ავიღოთ 40 გრ დაქუცმაცებული პროპოლისი, დავასხათ 200 მლ სპირტი, დავაყენოთ 10 დღე, ყოველდღიურად შევანჯღრიოთ. შემდეგ სპირტი ამოვაშროთ დუღილით. მიღებულ მასაში ჩავყაროთ 2 გრ კაკაო, გულმოდგინედ ავურიოთ და გავაკეთოთ სანთლები. მკურნალობა შედგება 30 - 30 დღიანი, 2 - 3 კურსისგან, მათ შორის ერთთვიანი ინტერვალებით.