ჭიების საწინააღმდეგო უბრალო, მოქმედი და სრულიად უვნებელი საშუალებები!

ჭიების საწინააღმდეგო  უბრალო,  მოქმედი და  სრულიად უვნებელი  საშუალებები!
ჰელმინთები პარაზიტული ჭიებია, მათი მრავალი სახესხვაობა არსებობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბავშვის ორგანიზმს აზიანებს ასკარიდა, კუდმახვილა ( ენტერობიუსი ) და ჩია სოლიტერი. კუდმახვილა თრგუნავს იმუნურ სისტემას; მოზრდილმა ასკარიდებმა გორგალის სახით შეიძლება დაახშონ სანაღვლე და სასუნთქი გზები, გამოიწვიონ ნაწლავთა გაუვალობა; ჩია სოლიტერი მისაწოვარი კაკვებით და კბილებით იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრამვირებას, ახდენს გასტრიტებისა და წყლულების პროვოცირებას და ყველა ჰელმითი, გამონაკლისის გარეშე, წამლავს ადამიანის ორგანიზმს თავისი ცხოველქმედების ნარჩენი პროდუქტით - ტოქსინებით.

ჭიებს შეუძლიათ ორგანიზმში იცხოვრონ წლობით. საბენდიეროდ, პარაზიტების გამოდევნა ორგანიზმიდან ძნელი არ არის. არსებობს მრავალი მედიკამენტური საშუალება, მაგრამ ისინი ხშირად ალერგიულ რეაქციებს იძლევიან. ხალხურ მედიცინაში, ჭიების საწინააღმდეგო მრავალი უბრალო, მოქმედი და სრულიად უვენებლი საშუალებაა.


რეცეპტები:
  • შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ კონიაკი და 2 - 3 ს/კ ტკბილი ჩაი. მიეცით ბავშვს დასალევად ( თუ იგი 3 წელზე ნაკლები ასაკის არაა ) ღამის 2 საათზე. 30 წუთის შემდეგ დაალევინეთ საფაღარათო ზეთი ( აბუსალათინი ). პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 5 - 7 დღის განმავლობაში, პარაზიტებისაგან ( კუდმახვილა, ასკარიდა ) ნაწლავის სრულ გათავისუფლებამდე.

  • ფითრის ნაყოფის ფხვნილი ფოთლებთან ერთად - ნახევარ-ნახევარი გრამი, ვალერიანის ფესვების ფხვნილი ფესურებთან ერთად - თითო გრამი. მიიღეთ დღეში თითო ფხვნილი 3 დღის განმავლობაში, ორგანიზმიდან ასკარიდას, ენტერობიუსის ( კუდმახვილას ) გამოსადევნად.

  • მოხარშეთ ერთ ჭიქა რძეში ნივრის ერთი მოზრდილი თავი დარბილებამდე. რძე გააცივეთ, გაწურეთ. ამ ნახარშით (100 - 150 მლ ) გაუკეთეთ ოყნა 6 - 7 დღე ზედიზედ. ან დააყენეთ ღამის განმავლობაში ერთ ჭიქა ანადუღარ, გაცივებულ წყალზე წვრილად დაჭრილი 5 - 6 კბილი ნიორი. დილით გამოწურეთ, ნაყენი გაწურეთ და გაუკეთეთ ოყნები ისევე, როგორც წინა შემთხვევაში.

  • დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ერთი თავი ხახვი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 12 საათი, გაწურეთ. ასვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში ერთხელ, 3 - 4 დღის განმავლობაში. შეიძლება გამოიყენოთ ასკარიდების გამოსადევნადაც.

  • ერთი ჩაის კოვზ აბზინდას ბალახს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ორ - ორი სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი