ნუ იჩქარებთ გარეცხვას, სანამ ამაზე არ გაიეგბთ. ბიუსტჰალტერის სითეთრის შენარჩუნების ყველაზე ნაცადი ხერხი

ნუ იჩქარებთ გარეცხვას, სანამ ამაზე არ გაიეგბთ. ბიუსტჰალტერის სითეთრის შენარჩუნების ყველაზე ნაცადი ხერხი
ბიუსტჰალტერი - ნებისმიერი ქალის გარდერობშია და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ქალის ინტიმური გარდერობის ეს ნაწილი დელიკატურია და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს სხვაგვარად, დიდ ხანს არ გაგიძლებთ და გაფუჭდება.

ხელით რეცხვა



ყოველმა ქალმა იცის, რომ ბიუსტჰალტერი რეგულარულად უნდა გაირეცხოს, მაგრამ ხანდახან ამას არასწორად აკეთებენ. ამიტომაც, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა რამდენიმე რჩევა, როგორ გარეცხოთ სწორად ხეით ბიუსტჰალტერი, რათა ის დიდხანს გემსახუროთ.

სანამ გარეცხვას დაიწყებთ, შეხედეთ იარლიყზე, თუ როგორ ტემპერატურას უძლებს, როგორც წესი, ეს გახლავთ +40 გრადუსი.
ჩაასხით ტაშტში თბილი წყალი, დაამატეთ 2 ს.კ. საავშვო შამპუნი, ჩაალბეთ ლიფი 5-10 წუთით, შემდეგ კარგად გაავლეთ.



თუ ბიუსტჰალტერი უფრო სუფთა არ გახდა, მოგიწევთ მეორედ გარეცხვა საპნიან წყალში, შემდეგ ჩვეულებრივად გაავლეთ.



შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ჯაგრისი, მაგრამ რეცხვისას მთავარია სიფრთხილე გამოიჩინოთ, რათა ლიფი არ დაგიზიანდეთ.



ლიფის გაწურვა რეკომენდებული არ არის, რადგან ამგვარად ის კარგავს ფორმას. მოათავსეთ ბიუსტჰალტერი ორ პირსახოცს შორის, შემდეგ დააჭირეთ ხელი, მაგრამ არ გაწუროთ.



ძლიერ დაჭუჭყიანებული თეთრეული ჩაალბეთ საპნის ხსნარში 2 საათით, ამასთან უკეთესეი შედეგისთვის რეკომენდებულია 3 ლიტრ წყალში გახსნათ 1 ს.კ. სოდა.



ლიფის გაშრობის მრავალი ხერხი არსებობს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ავტომატური საშრობი. მაღალი ტემპერატურა ელასტიურ ქსოვილს აზიანებს, შედეგად ლიფი კარგავს ფორმას და მალე იცვითება.



გასაშრობად, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ტანსაცმლის საკიდზე, ან დააფინოთ წყალგაუმტარ ზედაპირზე, მაგალითად, მაგიდაზე.
ნაწარმი ყოველი 3 ჩაცმის შემდეგ უნდა გარეცხოთ. ცხელ ამინდში კი - ყოველი ჩაცმს შემდეგ.

რედაქციის რჩევა



ნებისმიერი ბიუსტჰალტერი უმჯობესია ერთხელ ჩაცმის შემდეგ „დაასვენოთ“, დაახლოებით 24 საათით. ეს ლიფის ქსოვილს შესაძლებლობას მისცემს, დაიბრუნოს უწინდებური ფორმა.