საფრთხე ნაზი მკერდისთვის! ექიმებმა აგვიხსნეს, რა სიხშირით უნდა ვცვალოთ ბიუსტჰალტერი.

საფრთხე ნაზი მკერდისთვის! ექიმებმა აგვიხსნეს, რა სიხშირით უნდა ვცვალოთ ბიუსტჰალტერი.
კარგი ბიუსტჰალტერი - ქალის საუკეთესო მეგობარია. მდიდრულ თეთრეულში მშვენიერი სქესის წარმომადგენლები თავს დედოფლებად გრძნობენ. და, რა არის აქ დასამალი, მამაკაცებიც გიჟდებიან ქალის ლამაზ მკერდზე. მაგრამ საწუხაროდ ამ მეგობარმაც შეიძლება გიღალატოთ, თუ არ დაიცავთ გარკვეულ წესებს. ხშირად ხდება ისე, რომ ქალი შეიძენს ლამაზ ბიუსტჰალტერს და წლობით ატარებს მას.



ამან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. მამოლოგები ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას წარმოადგენს ბიუსტჰალტერის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ. დიახ, ქალბატონების გარდერობის ამ დეტალს შენახვის ვადა აქვს. ჩვენ გიამბობთ იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს უნდა ატაროთ თეთრეული და როდის დაემშვიდობოთ მას.



საცვლების ხარისხი

დასაწყისისთვის შეგახსენებთ ჰიგიენის სტანდარტულ წესებს: ქვედა საცვლები უნდა გარეცხოთ ყოველ დღე, ხოლო ბიუსტჰალტერი ორ დღეში ერთხელ. ამ დროის განმავლობაში მასზე გროვდება კანი, ბაქტერიები, ოფლი... სპორტული ბიუსტჰალტერი კი, უნდა გარეცხოთ ყოველი ვარჯიშის შემდეგ. რა თქმა უნდა, რეცხვა თეთრეულის ხარისხზე მოქმედებს. აქედან ჩნდება მისი შენახვის ვადაც.



ყველაზე ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის თეთრეულიც კი ვერ იქნება სამუდამო. ზოგიერთი მწარმოებელი უთითებს კიდეც თავის ნაწარმზე ვადას 2-5 წელს. მაგრამ აქ იგულისხმება შენახვის (მაღაზიაში ან საწყობში) ვადა.



სპეციალისტების მტკიცებით მისი ვადა არის გახსნიდან 6-8 თვე. საქმე იმაშია, რომ რეგულარული რეცხვის შედეგად აღნიშნული თეთრეული კარგავს ფორმას და დეფორმირდება. მასზე წარმოიშობა ღრმულები და ნაკეცები, რაც საზიანოა მკერდისთვის. თავად თასმები კი, ეშვება და ამიტომ აზღუდიც ვეღარ იჭერს მკერდს ისე, როგორც საჭიროა.



იგივე წესი ვრცელდება მაქმანიანი თეთრეულის მოყვარულებზეც. დროთა განმავლობაში თასმები და საზურგე კარგავს ელასტიურობას. შესაბამისად ვეღარ იჭერს მკერდს სათანადოდ. ეს კი გამოიწევს tt სიმკვრივის დაკარგვას მომავალში.



რედაქციის რჩევა

გახსოვდეთ, თეთრეულის რეცვა მათეთრებელთან ერთად არ შეიძლება. იგი ანადგურებს ელასტანს და აფუჭებს ქსოვილს. ჯობია, შეარჩიოთ სპეციალური ფხვნილი, მაგრამ თუ ასეთი ვერ ნახეთ, მაშინ აიღეთ ბავშვის ტანსაცმლის სარეცხი ფხვნილი, ის მსუბუქი და ანტიალერგიულია. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი. სწორი რეცხვის წყალობით, თქვენი თეთრეული შეინარჩუნებს ფორმას და იქნება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

დროულად გადაყარეთ ძველი თეთრეული და მეგობრებსაც გაუზიარეთ ეს ინფორმაცია!