არ იჩქაროთ ბიუსტჰალტერის გარეცხვა იქამდე, სანამ ამას არ წაიკითხავთ!

არ იჩქაროთ ბიუსტჰალტერის გარეცხვა იქამდე, სანამ ამას არ წაიკითხავთ!
საცვლებს ტყუილ უბრალოდ ნამდვილად არ მოიხსენებენ ტანსაცმლის კარადის დელიკატურ ნივთად. ხარისხიანი, კომფორტული და ლამაზი საცვლების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა... წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ნივთს ქალბატონის გულის გახარება ხანმოკლე დროით შეუძლია.

ბიუსტჰალტერის სწორად გარეცხვა გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს ამ ნივთს და დაგეხმარებათ ხანგრძლივი დროით მისთვის იდეალური მდგომარეობის შენარჩუნებაში.

როგორ გავრეცხოთ ბიუსტჰალტერი

1. აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი, რადგან ასე შეძლებთ თავიდან აირიდოთ ის შეცდომები, რომელთაც საკმაოდ ხშირად ვუშვებთ რეცხვისას. მაგალითად, ბიუსტჰალტერების საკმაოდ დიდი ნაწილის გაშრობა სარეცხ მანქანაში ყოვლად დაუშვებელია.

2. არ დაგავიწყდეთ საკვალთეების შეკვრა ბიუსტჰალტერის სარეცხ მანქანაში მოთავსებამდე.

3. გამოიყენეთ სპეციალური ტომრები ბიუსტჰალტერის გასარეცხად. თუ თქვენ ასეთი ტომარა არ მოგეპოვებათ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ მისი დამზადება ბალიშისპირისგან.

4. სარეცხ მანქანაში ბიუსტჰალტერთან ერთად მოათავსეთ მხოლოდ ის ნივთები, რომელთა წონა არ აღემატება ამ ნივთის წონას. არავითარ შემთხვევაში გარეცხოთ ის ჯინსებთან და სხვა უხეში ქსოვილისგან შეკერილ ტანსაცმელთან ერთად.

5. ყოვლად აკრძალულია გამათეთრებლის გამოყენება ბიუსტჰალტერის რეცხვისას.

6. რეცხვის დასრულების შემდეგ დაუბრუნეთ ბიუსტჰალტერს საწყისი ფორმა.

7. არ გამოიყენოთ ტანსაცმლის სამაგრები ბიუსტჰალტერის გასაშრობად.

8. საცვლების გასარეცხად გამოიყენეთ რბილი სარეცხი საშუალებები.

9. არ შეიძლება ბიუსტჰალტერის გამოყენება 3 დღე გადაბმულად გარეცხვის გარეშე. ის ძალიან მალე დაკარგავს საკუთარ ფორმას, რადგან ელასტიური ბოჭკოები, რომელთაგანაც ბიუსტჰალტერია შეკერილი, მსგავს დატვირთვაზე არ არის გათვლილი.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!