გამოფიტული ორგანიზმის გაჯანსაღება და იმუნიტეტის ამაღლება უნიკალური ნაკრების დახმარებით
ორგანიზმის ზოგადი გამოფიტვისა და დასუსტების (ასთენიური სინდრომი ) დროს გამოიყენეთ საერთო გამაგრილებელი ნაკრები. ორ - ორი კვირის მონაცვლეობით მიიღეთ ორი თვის განმავლობაში.
ნაკრები 1. აიღეთ თანაბარი რაოდენობით წყალნაწყენის ფოთლები, ასკილისა და ცირცელის (ჭნავის) ნაყოფი, შავი მოცხარის და ტყის მარწყვის ფოთლები, ბაღის პიტნისა და ჭინჭრის ბალახი. დაასხით ამ ნარევის 2 ს/კ 0,5 ლ მდუღარე, დააყენეთ 1 სთ თბილ ადგილას, გაწურეთ. სვით თბილი ნაყენი ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი.
ნაკრები 2. შეურიეთ ერთმანეთს ორ - ორი ს/კ ასკილის ნაყოფი, შავი მოცხარის, ჟოლოს, წითელი მოცვის ფოთლები და ყლორტები, თავშავას ბალახი. ნაყენი დაამზადეთ და მიიღეთ ისევე, როგორც წინა რეცეპტშია მოცემული.
სხვა რეცეპტები:

- იმუნიტეტის ასამაღლებლად აიღეთ მწვანე კაკალი, გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ თხელი თაფლი 1:1, გადაასხით ნარევი ბოთლში, დაახურეთ თავი და მოათავსეთ ბნელ და გრილ ადგილას ერთი თვე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღეთ თითო ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ - ღვიძლისა და ფილტვების პოლიკისტოზის, ინფიცირებასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებების დროს. ამ შემადგენლობის ერთწლიანი გამოყენებით ხელს უწყობს კანის დაავადებებისგან გათავისუფლებას. ეს საშუალება კარგად წმენდს სისხლს, გამოდევნის ორგანიზმიდან პარაზიტებს, წარმატებით გამოიყენება ჩიყვის დროს, ეფექტურია პაროდონტოზის, კარბუნკულოზის, ფურუნკულოზის დროს. ამ დაავადებების დროს მკურნალობის დასაწყისში უნდა დაისვათ 5 - 6 წურბელა, შემდეგ კი დალიოთ ნარევი თითო დესერტის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე. კურსი - 40 დღე.
- აიღეთ როდიოლას ძირები, კრაზანას ბალახი ორ - ორი წილი, ჭინჭრის ბალახი, კუნელის ნაყოფი - სამ - სამი წილი, ასკილის ნაყოფი 4 წილი. ეს ყველაფერი კარგად დააქუცმაცეთ და შეურიეთ ერთმანეთს. 1 ს/კ გამხმარ ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი მინის ჭურჭელში, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ თბილი სახით მესამედი ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს დღე - ღამისა.