გერმანული ხალხური მედიცინის საშუალებები რევმატიზმის სამკურნალოდ!

გერმანული ხალხური მედიცინის საშუალებები რევმატიზმის სამკურნალოდ!
ჩინებულ დახმარებას გაგიწევთ ქრონიკული რევმატიზმის დროს გერმანული ხალხური მედიცინის ეს საშუალება.

  • 1ლ წყალში უნდა ადუღოთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 2 - დან 3 სთ- მდე 20 გრ დაქუცმაცებული ლობიოს ჩენჩო. დააცალეთ გაცივება, გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა ნახარში 4 - 5 - ჯერ დღეში.

  • შეურიეთ 2 წილი წყლის იელის ბალახი და 1 წილი წვრილი მსუსხავი ჭინჭარი ერთმანეთში. დაასხით 5 - 6 ს/კ ნარევს 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ თბილ ადგილზე 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 6 - ჯერ დღეში.

  • ხშირად გულის რევმატოიდულ დაზიანებებს ( როგორც ყველა დანარჩენ სნეულებასაც ) თან სდევს შიში, თავის თავის რწმენის უქონლობა, დეპრესია. აი ორი რეცეპტი, რომლებიც ნერვების წესრიგში მოსაყვანად დაგეხმარებათ:
    1. 1 ჩ/კ გაზაფხულის ფურისულას ფესვები და ფოთლები მოათავსეთ ნახევარლიტრიან თერმოსში, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 4 - 6 სთ. გააგრილეთ და მიიღეთ თითო ს/კ 2 - 3- ჯერ დღეში.

    2. 1 ს/კ ბაღის პიტნას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ხარშეთ 10 წთ, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დილას და საღამოს.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური