გულსი ასთმისა და ქოშინის მომხსნელი სამკურნალო საშუალებები

გულსი ასთმისა და ქოშინის მომხსნელი სამკურნალო საშუალებები
გულის ასთმას უწოდებენ სულის ხუთვამდე მისულ ქოშინის შეტევებს. ქოშინი და სულის ხუთვა ამ დროს წარმოდგენს ფილტვის ვენებში სისხლის შეგუბების შედეგს. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლის შეგუბება, როგორც წესი, წარმოიშობა მარცხენა პარკუჭის კუნთის სისუსტის გამო, გულის მარცხენა ნაწილის ტუმბვითი ფუნქციის უკმარისობის დროს.
გულის მარცხენა ნაწილის მუშაობას აძლიერებს საგულე გლიკოზიდები, რომლებიც ამცირებენ სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლის შეგუბებას და აქრობენ გულისმიერი წარმოშობის შეშუპებებს ფილტვებში. ასეთ გლიკოზიდებს შეიცავს პარკოსანთა, შროშანისებრთა, ბაიასებრთა ოჯახის მცენარეები, თუმცა საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს სათითურა.

გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს ქოშინის გაჩენა შეიძლება აიხსნას შემდეგი მიზეზებით:
  1. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შეგუბებით;
  2. ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით და მოგრძო ტვინის ჰიპოქსემიით ( ჟანგბადით არასაკმარისი მომარაგება ).
  3. ფილტვის დაავადებებით (ემფიზემა, პნევმოსკლეროზი ), როცა მათი სასუნთქი ზედაპირი მცირდება. სუნთქვა ხდება ხშირი ზერელე, რაც კიდევ უფრო აქვეითებს ჟანგბადით სისხლის მომარაგებას.

რეცეპტები:
  • მაყვლის ყლორტების ნახარშს სვამენ გულის ასთმისა და ნევროზების დროს.

  • თუ ქოშინი გამოწვეულია ნერვული მოშლილობით, მაშინ მისი მკურნალობისთვის რეკომენდებულია შემდეგი ნაკრების მიღება: ბეგქონდარა - 2 ს/კ. შავბალახა - 4 ს/კ, ბერულა - 3 ს/კ, მაყვლის ფოთლები - 5 ს/კ, ჩიტისთვალა - 4 ს/კ, ავურიოთ, დავაქუცმაცოთ. ნაკრების 1 ს/კ 1 ჭიქა მდუღარეზე დავაყენოთ 30 წთ. ვსვამთ, როგორც ჩაი. ეს ნარევი რეკომენდებულია კლიმაქსისა და ნერვული აშლილობის დროსაც.

  • გულის ასთმის დროს შველის ნაყენი: ნახევარი ს/კ აპრილის ჭინჭარი, 1 ს/კ თათაბო, 1 ს/კ ლერწმის თოთო ფოთლები. ამ შემადგენლობას დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, შევფუთოთ და დავაყენოთ 2 სთ, დავუმატოთ ნახევარი ჩ/კ საჭმელი სოდა, მოვურიოთ და დავდგათ 10 დღე, სინათლეზე. მივიღოთ თითო ჩ.კ 1 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ. ადრე, 3 - 4 კვირის განმავლობაში.

  • სულის ხუთვის დროს მარწყვის ფოთლების 1 ს/კ დავასხათ 400მლ. წყალი. დაბალ ცეცხლზე ავაორთქლოთ მოცულობის ნახევრამდე. ვსვათ ყოველ 2 სთ - ში თითო ს/კ.

  • ქოშინის დროს: შევურიოთ ერთმანეთს ორას - ორასი მლ ზეითუნის ზეთი და არაყი. ნარევი ვსვათ 50 - 50 მლ 3 - ჯერ დღეში, 3 - 4- კვირის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი