11 უტყუარი გზა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და გულის კუნთის გასაჯანსაღებლად.
როდესაც ადამიანს სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ამის შემჩნევა რთული სულაც არ არის. წნევის უცაბედი ცვლილებები, ქრონიკული დაღლილობა, სუნთქვის გახშირება, ცივი კიდურები, თავის უცაბედი ტკივილები - ნიშნები, რომლებიც სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე მიგვითითებს.
სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონია, ვენების ვარიკოზი, შავი წრეები თვალების გარშემო და ა.შ. გარდა ამისა, სისხლის ცუდი ცირკულაცია გულის უკმარისობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია.
იმისათვის, რომ აირიდოთ თავიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ისარგებლეთ რჩევებით, რომელთაც დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია წარმოგიდგენთ. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ ხანომკლე დროში შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობთ გულის კუნთს გამართულად ფუნქციონირებაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
როგორ გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა, რათა ხანმოკლე დროში გაუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და გაიჯანსაღოთ გულის კუნთი. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!

- მეტი სანელებლები!
წითელი და შავი წიწაკა, როზმარინი, ბეგქონდარა და დარიჩინი - თითოეული ეს სანელებელი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა მრავალი წლით და დაიჩქაროთ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ჩამოთვლილი სანელებლებით. - ისარგებლეთ კიბეებით!
კიბეებზე სიარული ყველაზე ეფექტური საშუალებაა ვენების ვარიკოზის პროფილაქტიკისთვის. არასდროს ისარგებლოთ ლიფტით, ყოველთვის გამოიყენეთ კიბეები, რათა რეგულარულად გაივარჯიშოთ გულის კუნთი და გაიმყაროთ სისხლძარღვების კედლები. - გაიწელეთ რეგულარულად!
თუ თქვენ დროის დიდ ნაწილს კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანის წინ ატარებთ, გაიწელეთ მინიმუმ 1 საათში ერთხელ. ხანგრძლივი დროით გაუნძრევლად, ერთ პოზაში ჯდომას მივყავართ სისხლის მიმოქცევის შენელებამდე, რაც უარყოფითად ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. - თქვით უარი მოწევაზე!
ნიკოტინი არა მხოლოდ გამოდევნის C ვიტამინს ჩვენი ორგანიზმიდან, არამედ აქვს პირდაპირი გავლენა გულის კუნთის მუშაობაზე. თუ თქვენ თამბაქოზე უარს იტყვით, თუნდაც რამდენიმე დღით, შეამჩნევთ, თუ როგორ გიუმჯობესდებათ განწყობა და როგორ ივსება თქვენი ორგანიზმი ენერგიით. - დატკბით მასაჯით
კარგი მასაჟი საგრძნობლად აჩქარებს სისხლის მიმოქცევას. თუ თქვენ სპეციალისტთან სასიარულოდ დრო ან ფინანსები არ გყოფნით, დაკავდით თვითმასაჟით. - დაისვენეთ სწორ პოზაში
სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად საკმარისია სწორ პოზაში დასვენება. წამოწქით იატაკზე და შემოალაგეთ ფეხები სავარძელზე. გაჩერდით ამ პოზაში მინიმუმ 15 წუთით. - გაამრავალფეროვნეთ კვების რაციონი!
ჩაამატეთ ყოველდღიურ კვების რაციონში გოგრის თესლი, ავოკადო, თინუსი, ხურმა, დიდი რაოდენობით მწვანილები და ხილი. საუკეთესო პროდუქტი სისხლის მიმოქცევის დასაჩქარებლად და გასაუმჯობესებლად - შავი შოკოლადია. - კონტრასტული შხაპი
კონტრასტული შხაპი არა მხოლოდ თავიდან აგარიდებთ, არამედ დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკმაოდ სერიოზული პრობლემების დამარცხებაში. ცხელი აბაზანის შემდეგ ყოველთვის მიიღეთ ცივი შხაპი, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა. ცნობისთვის, რეგულარულად კონსტრასტული შხაპის მიღების შედეგად ინსულტის განვითარების რისკი 30%-ით მცირდება. - იმოძრავეთ ბევრი!
გულის კუნთის გასაჯანსაღებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, იყოთ ფიზიკურად აქტიურები. ველოსიპედით სეირნობა - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. - ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი
ისეირნეთ ბევრი ფეხშიშველმა ან ატარეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელშიც მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობთ თავს. - სვით თბილი წყალი
ცივი წყალი განაპირობებს სისხლძარღვების შეკუმშვას. მიირთვით ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით თბილი წყალი, რათა გაიჯანსაღოთ გულის კუნთი და გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა, რათა ხანმოკლე დროში გაუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და გაიჯანსაღოთ გულის კუნთი. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!