გულ - ფილტვის უკმარისობის სამკურნალო ხალხური რეცეპტები
სუნთქვისა და გულ - ფილტვის უკმარისობას აქვს მრავალი მიზეზი. პირველ ადგილს იკავებს ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი პნევმოსკლეროზი, ტუბერკულოზი. გულისა და ფილტვის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს სისხლის დაავადებებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების შედეგად. გულ - ფილტვის უკმარისობის სიმპტომატიკა დამოკიდებულია გამომწვევ დაავადებებზე. ყველა შემთხვევაში უკმარისობის ძირითადი სიმპტომებია ქოშინი.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ფუტკარას პრეპარატები გულ -ფილტვის უკმარისობის მკურნალობაში შუეცვლელ სამკურნალო საშუალებად ითვლება. არის სააფთიაქო ფორმები მისი შემადგენლობით: ლანდოზიდი, ადონიზიდი, ჰიტალენი, დიგალენ - ნეო და სხვა ამას გარდა გამოიყენება ფუტკარას ნახარში და ნაყენი.
- დეკას ფოთლები ამცირებს ქოშინს, შეშუპებას, გულის ფრიალს. დეკას ფოთლებისაგან მზადდება ნაყენი და წვეთები. მისი ხშირი გამოყენება ამცირებს არტერიულ წნევას.
- გულის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა კალიუმის მარილების საკმარისი რაოდენობა. კალიუმით მდიდარია გარგარის ჩირი, ფეტვი, მარცვლეული. რეკომენდებულია შემდეგი სააფთიაქო პრეპარატები: კალიუმის ოროტატი -ექიმის კონსულტაციით.
- გულ - ფილტვის უკმარისობის მურნალობაში ეფექტურობით გამოირჩევა: 2 ს/კ ტეგანის ყვავილები, 2 ს/კ ძიძო, 2 ს/კ თავკომბალა, 4 ს/კ ცაცხვის ყვავილი, 4 ს/კ ჟოლოს ნაყოფი, 4 ს/კ ვირისტერფა, 4 ს/კ მრავალძარღვა, 6 ს/კ მინდვრის შვიტა, 6 ს/კ ბარამბო, კუნელის ყვავილი და ნაყოფი 8 ს/კ (თანაბრად), 10 ს/კ ნეგო. ყველაფერი აურიეთ, დააქუცმაცეთ.1 ს/კ ნარევი მოხარშეთ 1/2 ლ მდუღარეში, გააჩერეთ 1 სთ, მიიღება 150 - 200 მლ, 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი 1 თვე.
- ფულის ფრიალის საწინააღმდეგოდ ქვაბში ჩაყარეთ 1 ს/კ გაზაფხულის ადონისი, ადუღეთ 3 წთ, გააჩერეთ 1 სთ. ( კარგად დახურულ ჭურჭელში ) გაწურეთ, მიიღება 50 მლ 3 - ჯერ დღეში, გულისცემა ნორმას უბრუნდება რამდენიმე დღეში.