უმკურნალეთ ინსულტს ეფეტურად ხალხური სამკურნალო რეცეპტებით

უმკურნალეთ ინსულტს ეფეტურად ხალხური სამკურნალო რეცეპტებით
ჰემორაგიული ინსულტი ყველაზე ხშირად ვითარდება სისხლძარღვთა კედლის გამავლობის მომატების შედეგად. აქ მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვთა კედლის ვაზომოტორულ დარღვევებს, რასაც ხელს უწყობს სისხლის წნევის მკვეთრი მომატება და დაკლება. სისხლჩაქცევის უბანში წარმოიშობა წითელი დარბილების კერა და ბოლო სტადიაში - კისტა და ტვინის ქსოვილების ნაწიბუროვანი ცვლილებები.
ჰემორაგიული ინსულტი შეიძლება იყოს ასევე შემდეგი ტვინის ფუძის სისხძარღვთა ანევრიზმის გახეთქვისა.

რეცეპტები:
  • თუთუბო მთრიმლავი (თუთუბო მღებავი ) ინსულტის სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ფოთლები, 1 ჩ/კ ფოთლებს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, შეფუთავენ და დააყენებენ 1 სთ. გაწურვის შემდეგ მიიღება თითო ს/კ 3 -4 - ჯერ დღეში.

  • ასკილი (ძირები, ნაყოფი). დამბელბისა და პარეზების დროს გამოიყენება, როგორც გარეგანი საშუალება, აბაზანისთვის ძირების ნახარში. აბაზანას იკეთებენ დღეგამოშვებით, წყლის ტემპერატურა - 37 - 38 გრადუსი. მკურნალობის კურსი - 20 - 30 აბაზანა.

  • პარალიზებულ კიდურზე სასარგებლოა დღეში რამდენჯერმე ნებისმიერი აქროლადი მალამოს (შეიძლება შევურიოთ 1 წილ სპირტს 2 წილი მცენარეული ზეთი ) შეზელვა. ხშირად ამ მიზნისათვის იყენებენ ეთერს, მაგრამ მისი გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ადვილად ალდება!

  • თეთრი ლეშურა (დამბლის ბალახი ) 1 ს/კ დაქუცმაცებულ ძირებს დავასხათ 300 მლ არაყი. დავაყენოთ თბილ ადგილას 7 დღე, გავწუროთ. მივიღოთ დილით და საღამოს 25 - 25 წვეთი წყალთან ერთად, ჭამის შემდეგ.

  • 2 საშუალო ზომის ლიმონი და 2 ფორთოხალი დავჭრათ ნაწილებად, მოვაშოროთ კურკები და გავატაროთ ხორცსაკეპში. მიღებულ მასას შევურიოთ 2 ს/კ თაფლი. დავაყოვნოთ მინის ქილაში 1 დღე - ღამე ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ ჩავდგათ მაცივარში. მივიღოთ თითო ს/კ 2 - 3 -ჯერ დღეში, ჩაისთან ერთად.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი