განთავისუფლდით თავის შემაწუხებელი ტკივილისგან, ხალხური რეცეპტების დახმარებით!
თავის ტკივილი — სხვადასხვა დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომი; უმეტესად ტვინის გარსების, ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებისას აღინიშნება. თავის ტკივილს იწვევს თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება, სიმსივნე, თავზურგტვინის სითხის ცირკულაციის მოშლა, ქალასშიგა წნევის მომატება, ჰიპერტონიული დაავადება, ჰიპოტონია, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა (ტვინის ვენებში სისხლის შეგუბება და სხვა), ინფექცია, ინტოქსიკაცია, აგრეთვე თავის ტვინის მსხვილი სისხლძარღვების პერივასკულარული ნერვული წნულების დაზიანება და სხვა.
თავის ძლიერი ტკივილის შეტევას, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში ჰემიკრანია ანუ შაკიკი ეწოდება, რომელიც სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილია.
FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს რომლებიც გაგანთავისუფლებთ თავის შემაწუხებელი ტკივილისგან, გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით.
თავის ძლიერი ტკივილის შეტევას, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში ჰემიკრანია ანუ შაკიკი ეწოდება, რომელიც სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილია.
FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს რომლებიც გაგანთავისუფლებთ თავის შემაწუხებელი ტკივილისგან, გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით.
- 20 გრ სოინჯის თესლების ფხვნილს დავასხათ 200 გრ ღვინის ძმარი, დავაყენოთ 2 - 3 დღით, პერიოდულად ვანჯღრიოთ. შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილას. ქრონიკული თავის ტკივილისას ნაყენი ცხვირში ჩავიწვეთოთ.
- ძლიერი თავის ტკივილისას შევისუნთქოთ ჩვეულებრივი ღვიას ნაყოფის ფხვნილი.
- შაკიკის დროს კარგია ყურებში წითელი ჭარხლის წვენში დასველებული ტამპონის ჩადება ან საფეთქლებთან და ყურების უკან პატარა ნაჭერში გახვეული მჟავე კომბოსტოს მიდება და თავზე პირსახოცის შემოხვევა.
- თავის ტკივილის დროს, რომელიც თან ახლავს ტემპერატურას, შუბლზე და საფეთქლებზე გამთბარი ლიმონის რბილობი, დღეში რამდენჯერმე წავისვათ.
- 100 გრ კეწერას დაქუცმაცებულ ბალახს დავასხათ 1 ლ წითელი ღვინო, დავაყენოთ ბნელ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 30 მლ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, ნევროზისა და დეპრესიის დროს განვითარებულ თავის ტკივილის დროს.
- ბოთლი სამყურას ყვავილიანი თავთავებით ავავსოთ, დავასხათ არაყი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ და გავწუროთ. მივიღოთ 1 ჩ/კ წყალთან ერთად 3 - ჯერ დღეში თავის ტკივილის დროს, რომელიც თან ახლავს გაციებას.
- ბოთლი ჟოლოს ნაყოფით ავავსოთ, დავასხათ მშრალი წითელი ღვინო, დავაყენოთ 3 კვირით. შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილას. მივიღოთ 50 მლ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30- 40 წთ - ით ადრე, გაციების დროს, როცა თავი გვტკივა.
- "ჩაის სოკოს" 7 - 8 დღიანი ნაყენი მივიღოთ თავის ტკივილისას, რომელიც თან ახლავს უძილობას, ჰიპერტონიის სკლეროზულ ფაზას, არტერიოსკლეროზს, სახსრების რევმატიულ ანთებას. მივიღოთ 1/2 ჭ 3 -4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ - ით ადრე.
- ყველანაირი თავის ტკივილის საწინააღმდეგო უებარი საშუალებაა ყოველდღე დილით, უზმოზე 1 ჭ შრატის ან დოს დალევა.
- 1 ჩ/კ თაფლის ამავე რაოდენობის სუფრის ძმართან ერთად მიღება ჭამის დროს, შაკიკის პრევენციის კარგი საშუალებაა.
- საფეთქლებთან 15 - 20 წთ - ის განმავლობაში გაჭრილი ხახვის მიდება თავის ტკივილს შეგვიმსუბუქებს.
- შაკიკისა და სიცივით გამოწვეული თავის ტკივილის დროს სასარგებლოა ანისულის ღეჭვა.
- თავის ტკივილის დროს რეკომენდებულია 1/2 ჭიქა ახალი მინდვრის მარწყვის მირთმევა, 4 - 6 - ჯერ დღეში.
- თავის ტკივილის დროს 7 - 8 წთ - ის განმავლობაში თმა ხის სავარცხლით დავივარცხნოთ.
- საფეთქლების არეში ტკივილისას, საფეთქლები დაჭყლეტილი ნივრით დავიზილოთ.
- ხანგრძლივი თავის ტკივილისას დღეში ერთხელ 5 წვ ალოეს წვენი მივიღოთ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
- თავის ტკივილისას სასარგებლოა შუბლის, საფეთქლებისა და ცხვირის ფუძის ახალი ბოლოკით დაზელვა.
- მაგარი მწვანე ჩაის მიღება ასკილის სიროფით ( შაქრის ნაცვლად) ეფექტურია თავის ტკივილის მკურნალობისას.