რომელი სამკურნალო საშუალებები უნდა გამოიყენოთ, რომ ინსულტისგან სწრაფად განიკურნოთ!
არჩევენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის ორ ძირითად ფორმას: 1. გარდამავალ ანუ დინამიკურს და 2. კეროვანს, ორგანულს ანუ ინსულტს ( ინსულტი დარტყმას ნიშნავს), რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს თავის ტვინში სისხლჩაქცევით ან თავის ტვინში სისხლის დინების შეფერხებით მისი მკვებავი სისხლძარღვის დაცობის გამო.
ინსულტის დროს მისაღები ხალხური საშუალებები:
ინსულტის დროს მისაღები ხალხური საშუალებები:
- აიღეთ ხებალახას ყვავილი, ფოთოლი - 1 ს/კ, კაციყურას მცენარე მთლიანად - 1 ს/კ, წიწიბურას ყვავილი - 1 ს/კ, შავი მოცხარის ფესვი - 1 ს/კ, ასკილის ყვავილი - 1 ს/კ, შხამას ფესურა 1 ს/კ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ეს ულუფა გაანაწილეთ და დალიეთ 6 - 7 - ჯერ დღეში.
- აიღეთ გვირილას ყვავილი - 100 გრ, კრაზანას ბალახი - 100 გრ, კვლიავის თესლი - 100 გრ, არყის ხის კვირტი - 100 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაუმატეთ კიდევ 300 მლ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დალიეთ 1 ჩ/ჭ თბილი ნახარში 1 ჩ/კ თაფლთან ერთად, დილით, უზმოზე და საღამოს 21 საათზე. ბოლო მიღების შემდეგ არაფერი ჭამოთ და დალიოთ, მიიღეთ ყოველდღე, სანამ ნარევი გეყოფათ. მკურნალობა გაიმეორეთ ნახევარი, შემდეგ კი ერთი წლის შემდეგ.
- იორდასალამის ფესვის სპირტზე და წყალზე ნაყენს იყენებენ დამბლის, ასევე, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, დროს. 1 ჩ/კ ხმელ ბალახს დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე. სპირტზე ნაყენი მიიღეთ 30 - 40 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- ინსულტის სამკურნალოდ იყენებენ თუთუბოს ფოთოლს. 1 ჩ/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში