როდესაც ამ კერძით გამიმასპინძლდნენ, აღტაცება ვერ დავმალე. ახლა ბადრიჯანს ყოველთვის ასე ვამზადებ

როდესაც ამ კერძით გამიმასპინძლდნენ, აღტაცება ვერ დავმალე. ახლა ბადრიჯანს ყოველთვის ასე ვამზადებ
ბაბაგანუში - პოპულარული აღმოსავლური ხემსი-სიუსია, ნაზი პაშტეტი შემწვარი ბადრიჯნისგან. კერძი ადვილად მზადდება, მაგრამ საუკეთესო შთაბეჭდილებას ტოვებს. ბაბაგანუშს თურქეთში, ისრაელში, სირიაში, ინდოეთსა და კავკასიაში ამზადებენ. ლოკაციის მიხედვით, რეცეპტი იცვლება.
ამგვარად, ზოგ ქვეყნებში შემადგენლობაში ქუნჯუთის პასტა შედის, სხვებში კი არა. რეცეპტი განსხვავდება იოგურტისა და სპეციების შემადგენლობითაც, მაგრამ უცვლელია ერთი რამ: შმწვარი ბადრიჯანი ტაფაზე ან ღუმელში გამომცხვარი.

ინგრედიენტები:


  • 4 ც ბადრიჯანი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • ქინძი
  • 120-150 გრ ქუნჯუთი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 მწიკვი წითელი პილპილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ბადრიჯანი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ ღუმელში 40 წუთს განმავლობაში 175 გრადუსზე. შემდეგ გააცივეთ.
  2. დააბლენდერეთ ქუნჯუთის თესლი პასტის მიღებამდე. დაამატეთ ნიორი, ლიმონის წვენი, წითელი წიწაკა, მარილი, ზეითუნის ზეთი და კარგად მოურიეთ.
  3. ბადრიჯანის რბილობი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ ქუნჯუთის პასტა.
  4. მიართვით სოუსი ღრმა ფიალაში, მოაპკურეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.



ბაბაგანუშის მირთმევა სხვადასხვანაირად შეიძლება. როგორც რეცეპტშია აღწერილი, ან ახალ გამომცხვარ ლავაშზე წასმული. ნებისმიერ შემთხვევაში, დატკბებით აღმოსავლური პიკანტური გემოთი.