ადგილობრივმა შეფ მზარეულმა გამანდო, თუ როგორ ამზადებენ იტალიურ ტრატორიებში ბადრიჯანს

ადგილობრივმა შეფ მზარეულმა გამანდო, თუ როგორ ამზადებენ იტალიურ ტრატორიებში ბადრიჯანს
ვინაიდან მას მერე, რაც ბადრიჯნის კულტივირება დაიწყეს, არაერთი ასწლეული გავიდა და არავის ახსოვს, ვინ გადაწყვიტა ამ ბოსტნეულის მარინადის მომზადება. სხვათა შორის, შეიძლება ნებისმიერი ზეთის გამოყენება, თუმცა ცივი წნეხით მიღებული ზეითუნის ზეთი - ფავორიტია. სუნელები შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ, მაგრამ ნიორზე უარს ნუ იტყვით. ცხარე კერძების მოყვარულებმა კი წითელი წიწაკა უნდა დაამატონ.

ინგრედიენტები:
  • 800 გრ ბადრიჯანი
  • 3 ცალი ნიორი
  • 400 მლ ძმარი
  • 600 მლ ზეთი


მომზადება:

  1. გარეცხეთ და გათალეთ ბადრიჯანი, დაჭერით სიგრძეზე ან წრიულად.
  2. შეურიეთ წყალი და ძმარი, დადგით ნელ ცეცხლზე და აადუღეთ. დაამატეთ ბადრიჯანი და ხარშეთ 4 წუთის განმავლობაში. დააწყვეთ ბადრიჯნის ნაჭრები ქაღალდის ხელსახოცზე, გააცივეთ და მოაყარეთ ორეგანო. შემდეგ თასში შეურიეთ წვრილად დაჭრილ ნიორთან ერთად და დააყენეთ ცოტა ხნით.
  3. გაანაწილეთ ბადრიჯანი სტერილურ ქილებში (დაახლოებით 5 ქილა 0,5 ლიტრიანი) და დაასხით ზეთი. მოურიეთ ჩანგლით, ართა ზედმეტი ჰაერი გამოვიდეს და დადგით რამდენიმე საათით იმავე მიზნით.
  4. ახლა შეგიძლიათ მოხუფოთ. მოხუფეთ და მოათავსეთ მდუღარე წყალში 30 წუთით. ბადრიჯანი მზადაა!