რეცეპტი პირდაპირ ისრაელიდან! ასეთი ხუმუსი ჯერ არ გაგისინჯავთ...
ხუმუსი - ებრაული პასტაა, რომელიც მუხუდოს, ქუნჯუთისა და სხვადასხვა სანელებლებისგან მზადდება. დღეს fpaparazzi ამ კერძის კლასიკურ რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 200 გ მუხუდო
- 2 ს/კ დაფქული ქუნჯუთი
- ½ ლიმონი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- ¼ ჩ/კ ძირა
- ¼ ჩ/კ ხმელი ქინძი
- ¼ ჩ/კ წითელი წიწაკა
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაალბეთ მუხუდო რამდენი საათით ცივ წყალში (აჯობებს მთელი ღამით).
- შემდეგ ხარშეთ 1 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მაგრამ არ გადაასხათ ნახარში, გამოგადგებათ.
- დააბლენდერეთ მოხარშული მუხუდო ან გაატარეთ ხორცსაკეპში წმინდა საცერში.
- დაჭყლიტეთ ნიორი, შემდეგ კი მოამზადეთ ქუნჯუთის პასტა: დააბლენდერეთ ზეითუნის ზეთთან ერთად.
- მუხუდოს პიურეს შეურიეთ ქუნჯუთის პასტა, დაუმატეთ მარილი, ლიმონის წვენი, ნიორი და სხვა სანელებლები.
- რჩევა: სანელებლები, ლიმონის წვენი და ქუნჯუტის პასტა აჯობებს ნელ-ნელა დაუმატოთ, რათა არეგულიროთ მათი გემო საკუთარი გემოვნების მიხედვით.