უნიკალური მცენარე სახის კანის ასაქერცლად და მშრალი კანის მოსავლელად.
ადამიანის კანი საგულდაგულო მოვლას მოითხოვს. ამ მიზნით საუკეთესოა სახის დაზელვა ოქროს ულვაშის ზეთით. ოქროს ულვაშის პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ სახის კანის ასაქერცლად.
- ამისათვის კვირაში ერთხელ ჩავიტაროთ შემდეგი პროცედურა:
კარგად გავიწმინდოთ სახე დასაბანი საშუალებით, მოვიბანოთ თბილი წყლით და დავიფაროთ ბამბის პირსახოცი 3 წთ - ით. ასეთი პროცედურა ხსნის ფორებს და ხელს უწყობს კანში სასარგებლო ნივთიერებების შესვლას. ამის შემდეგ ტილოს ნაჭერი დავასველოთ ოქროს ულვაშის ნაყენში, გავწუროთ და დავიდოთ სახეზე. ზემოდან დავიფაროთ პირსახოცი, გავაჩეროთ 5 წთ. ჩამოვიბანოთ სახე თბილი წყლით და იმავე პირსახოცით გავიკეთოთ სახის მასირება. ანაქერცლი ადვილად ჩამოიფცქვნება. - ბავშვის კრემზე დამზადებული ოქროს ულვაშის ზეთი რეკომენდებულია მშრალი კანის ნიღაბისთვის.
მომზადების წესი:
ამისათვის საშუალო ზომის კიტრი გავთალოთ, დავაქუცმაცოთ ფაფისებური მასის მიღებამდე, დავუმატოთ ერთი კვერცხის გული და 3 ს/კ ზეითუნის ზეთი. მიღებულ მასას შევურიოთ ოქროს ულვაშის ცოტაოდენი კრემი. ნიღაბი სახეზე და კისერზე დავიდოთ. ნიღაბი 30 წთ. გავიჩეროთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
ზედმეტად მშრალი კანის დროს ლანოლინის ძირზე დამზადებული კრემი გამოვიყენოთ. - ფერისმჭამელების დროს ოქორს ულვაშის სპირტიანი ნაყენია ეფექტური.
- პიგმენტური ლაქების გაუფერულების მიზნით ოქროს ულვაშის სპირტიან ნაყენს და ხახვის წვენს იყენებენ.
მომზადების წესი:
2 ჩ/კ ნაყენს დავუმატოთ 1 ჩ/კ ხახვის წვენი და წავისვათ ღამით პრობლემურ ადგილებზე. იგივე რეცეპტი შეიძლება ვიხმაროთ ჭორფლის დროსაც. - ხელების კანისა დაჭიმულობისას (საპნის ზემოქმედების შედეგად) რეკომენდებულია ხელებზე ოქორს ულვაშის ზეთის წასმა.