ხალხური მედიცინა ვასკულიტის დროს რეკომენდაციას იძლევა მივიღოთ შემდეგი საშუალებები
ვასკულიტი - ეს კანისა და კანქვეშა ქსოვილის სისხლძარღვთა კედლის ანთებაა. იგი სახიფათოა იმითმ რომ კანის სისხლძარღვებში პათოლოგიური ცვლილებები იძენს გახანგრძლივებულ მიმდინარეობას. ვასკულიტის წარმოშობა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის დარღვევასთან.
ვასკულიტს ზოგჯერ აქვს თავისებური გამოვლინებები - კანის სინდრომი - რევმატიზმი, სიმსივნე, სისტემური წითელი მგლურა, ალერგიები - დაავადებები, რომელთა მიზეზად გვევლინება იმუნური სტატუსის დარღვევა. ხშირად სისხლძარღვთა კედლის ანთებამდე მივყავართ ისეთ ქრონიკულ, ხრწნად ინფექციურ კერებს, როგორიცაა ტონზილიტი, ჰაიმორიტი, ადნექსიტი. შეიძლება ვასკულიტი წარმოიქმნას, როგორც გართულება გადატანილი ანგინის, გრიპის, რესპირატორული დაავადების.
ვასკულიტის დროს ზიანდება უპირატესად ქვემო კიდურების კანი, ამასთან, სიმეტრიულად. კიდურები იფარება გამონაყარით, ჩნდება ჰემორაგიული ლაქები, წარმოიქმნება ბუშტუკები, რომლებიც გავსებულია სისხლით, კვანძები, შედეგად კი - წყლულები. ავადმყოფებს აწუხებთ ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, წვა, კანის დაზიანებულ მიდამოში ქავილი, ჩქარი დაღლა.
ვასკულიტის მკურნალობის დროს გამოიყენება ისეთი მცენარეული პრეპარატები, როგორიცაა ნათესი წიწიბურა, არნიკა, მატიტელა, მინდვრის შვიტა, ჭინჭრის დედა და სხვა. ყველა ეს პრეპარატი იჩენს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებებს. ისინი ახდენენ ასევე დადებით გავლენას სისხლძარღვთა კედლებზე.
რეცეპტები:

- ყველა სახის ვასკულიტის დროს რეკომენდებულია ამ მცენარეთა ნაყენი და ნახარში, რომელიც შეიცავენ კალციუმისა და კაჟბადის მარილებს (ფარსმანდუკი, შვიტა, მარწყვა - ბალახა, ორკბილა, ჭინჭრის დედა ).
- გარეგანი ხმარებისთვის იყენებენ არნიკას ან ლოგოხილუსის მალამოს ( 1:4 ვაზელინზე).
- ალერგიული გამოვლინებების მოსახსნელად რეკომენდებულია დაენიშნოს ავადმყოფს ისეთი მცენარეების ნახარში და ნაყენი, როგორიცაა სამფერა ია, ორკბილა, წითელი მოცვი.
- ვასკულიტის მძიმე ფორმების დროს კარგი ეფექტი აქვს შემდეგ ნაკრებს: ვერხვის კვირტები, გულყვითელას ყვავილები, შვიტას ბალახი, ორკბილას ბალახი, პიტნის ფოთლები, ფარსმანდუკის ( ყვავისკუდას) ბალახი, დიდგულას ყვავილები. ავიღოთ სამ - სამი სუფრის კოვზი თითოეული, დავაქუცმაცოთ, შევურიოთ. ამ ნარევის 1 ს/კ - ს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე და დავაყენოთ 1 სთ განმავლობაში. გავწუროთ და ვსვათ ნახევარ - ნახევარი ჭიქა ყოველ 3 საათში.
- ხალხური მედიცინა ვასკულიტის დროს რეკომენდაციას იძლევა მივიღოთ შემდეგი ნაკრები: იაპონური სოფორას ნაყოფი, ჭინჭრის ფოთლები, დიდგულას ყვავილები, მატიტელა, ფარსმანდუკის ბალახი.
- ავიღოთ ოთხ - ოთხი სუფრის კოვზი, დავაქუცმაცოთ, შევურიოთ. ნაკრების 1 ს/კ დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ - ით, გავწუროთ. მივიღოთ ნახევარი ჭიქა 2 -3 - ჯერ დღეში.