უმკურნალეთ კანის სკლეროდერმიას ხალხური რეცეპტებით.
სკლეროდერმია - კანის ქრონიკული დაავადებაა, კანისა და კანქვეშა ქსოვილის გარკვეული უბნების გახევება - დიფუზიური შეშუპება და გამკვრივება.
ამ დაავადების მიზეზი ხდება ისეთი გადატანილი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა გრიპი, ანგინა, ჰეპატიტი, სიფილისი, ტუბერკულოზი, მალარია, და აგრეთვე ზედმეტად გაცივება.
სპეციალისტები განასხვავებენ დაავადების ორ ფორმას: შეზღუდულ ( კეროვან ) ფორმას. რომლის დროსაც შესაძლებელია ვიმედოვნოთ მკურნალობის სასურველ შედეგზე; და სკლეროდერმიის სისტემურ ( გენერალიზებულ ) ფორმას - მეტად მძიმეს. დაავადების ამ ფორმის დაწყებას უკავშირებენ სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანებას. სისტემური ფორმით დაავადებულებმა ძირითადი მკურნალობა უნდა ჩაიტარონ რევმატოლოგთან ან თერაპევტთან. ასეთი ავადმყოფები ექვემდებარებიან სტაციონარულ მკურნალობას.
ტრადიციული მკურნალობის შემდეგ, როცა ავადმყოფს მოეხსნება მწვავე პროცესი და გაუმჯობესდება მდგომარეობა, დაეხმარება ფიზიოთერაპიული მკურნალობა - მათ შორის სახლის პირობებში წიწვის აბაზანების მიღებაც.

- ურიგო არ იქნება ავადმყოფს კანის გამკვრივებულ ადგილებზე გაუკეთოთ ალოეს წვენის კომპრესები ან წაუსვათ იქტიოლის მალამო. კომპრესი ალოეს წვენისაგან ასე კეთდება: უნდა შეაჭრათ ალოეს რამდენიმე ფოთოლი, გამოწუროთ მათგან წვენი, დაასველოთ მასში ხელსახოცი და დაადოთ ავადმყოფს დაზიანებულ ადგილზე. გირჩევთ პროცედურა ღამით ჩაუტაროთ.
- არ დაივიწყოთ აგრეთვე ასეთი ხალხური მეთოდი:
დაბრაწეთ ღუმელში თიხის პატარა ჯამით შედგმული საშუალო სიდიდის ხახვი, შემდეგ გამოიღეთ და წვრილად დაჭერით. აიღეთ დაქუცმაცებული ხახვის 1 ს/კ და მოათავსეთ ჭიქაში, დაუმატეთ მას 1 ჩ/კ თაფლი და 2 ს/კ კეფირი. აურიეთ ერთმანეთში და დაადეთ ავადმყოფს დაზიანებულ კანზე. კომპრესი თბილი უნდა იყოს. პროცედურა შეასრულეთ ღამით 4 -ჯერ კვირაში. ეს მეთოდი გამიზნულია ქსოვილების დასარბილებლად გამკვრივებული კანის არეში, რათა საღი ქსოვილების წარმოქმნა დაიწყოს.