რა სიმპტომები ახასიათებს ავთვისებიან ანემიას და რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს
ამ სახის ანემიის მიზეზს წარმოადგენს ორგანიზმში კუბალტის შემცველი B12 - ვიტამინის არარსებობა. ორგანიზმის მიერ ვიტ. B12 - ის ათვისება ხდება მხოლოდ ფერმენტ გასტრომუკოპროტეინის მეშვეობით, რომელიც კუჭში გამომუშავდება. თუ ავადმყოფს არ ფერმენტის არარსებობის შემთხვევაში მივცემთ თუნდაც დიდი რაოდენობით. B12 - ს, სარგებლობა არ ექნება, რადგანაც ვიტამინი არ შეიწოვება.
ავთვისებიანი ანემიის დროს ავადმყოფთა ძირითად ჩივილებს წარმოადგენს - სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ქოშინი, გულის ფრიალი, ფაღარათი. ვლინდება კიდურების დაბუჟება, მთელ სხეულში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ვითარდება კიდურთა მოძრაობის მოშლა, ირღვევა სიარული. კანის საფარველი ფერმკრთალია, ხილული ლორწოვანი ლურჯი, ენა მკრთალი, სადა.
დაავადება მიმდინარეობს ტალღისებურად, რემისიის პერიოდებს ცვლის მკვეთრი გაუარესების პერიოდები. გამწვავების პერიოდში ტემპერატურა იმატებს - 40 გრადუსამდე (დაკავშირებულია ერითროციტების გაძლიერებულ დაშლასთან ) ჩნდება მწველი ტკივილი ენისა და საყლაპავის მიდამოებში, ძლიერდება სისუსტე და მოძრაობის კოორდინაციის მოშლა.
ღვიძლის თერაპიის შემოტანამდე დაავადება ნამდვილად ატარებდა ავთვისებიან ხასიათს. ამჟამად ავადმყოფებს მკურნალობა უტარდებათ ღვიძლით და მისი პრეპარატებით. დაავადების მიმდინარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ასეთი დიაგნოზით ახლა ავადმყოფები ცოცხლობენ 20 - 30 წელი და მეტი. რეციდივების აცილების მიზნით რეკომენდებულია ავადმყოფებს დაენიშნოთ ორჯერ კვირაში 200 - 200 გრამი უმი ღვიძლი.
რეცეპტი:
ყველაზე კარგია, თუ მეორე საუზმეზე იქნება ერთი ფინჯანი შვრიის რძე. 2 ს/კ გასუფთავებული შვრია ადუღეთ 200 მლ წყალში, სანამ მარცვლები არ დაიბერება, შემდეგ გაწურეთ, გამოწურეთ ნარჩენი და დაუმატეთ 1 ც ქათმის ახალი კვერცხის გული, ტკბილი ნუშის დანაყილი გული - 1 ს/კ, თაფლი - 1 -2 ჩ.კ და ასკილის ნაყოფის ფხვნილი - 1 - 2 ჩ/კ.