ეს ორი ინგრედიენტისგან შემდგარი ხალხური რეცეპტი ანემიის მკურნალობაში დაგეხმარებათ
ანემია ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი გულისხმობს ერითროციტების და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას სისხლის მოცულობის ერთეულში. ანემიას სხვადასხვა ნიშანი აქვს:
Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ანემიის სამკურნალო ხალხურ რეცეპტს სტაფილოსა და ჭარხლის გამოყენებით
მომზადება და გამოყენების წესი:
ასეთი ნარევი არ აღიზიანებს კუჭს, ორგანიზმს ძალას მატებს, აუმჯობესებს მხედველობას. ასეთი კურსის ჩატარება უმჯობესია შემოდგომაზე, როცა ბოსტნეული სავსეა ვიტამინებით.
ექიმის კომენტარი: ჭარხალი მდიდარია ცილებით, უჯრედისით, შაქრით, ცხიმებით, საღებავებით, მინერალური მარილებით (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, იოდი), ასკორბინის მჟავით, B1, B2, P, PP ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ბეტაინით. ამიტომ წარმატებით გამოიყენება არაერთი დაავადების სამკურნალოდ. უჯრედისი და ორგანული მჟავები ააქტიურებს კუჭის სეკრეციას და ნაწლავის პერისტალტიკას, რის გამოც ჭარხალი ეფექტიანია სპაზმური კოლიტების დროს. ჭარხალი ეფექტიანია ანემიის დროს, რადგანაც ვიტამინები და რკინა ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. ჭარხალს უნიშნავენ თირეოტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს. სტაფილოც ასევე მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით კაროტინით. ნაღები კი იცავს კუჭის ლორწოვანს მჟავების გამაღიზიანებელი ზემოქმედებისაგან და ამავე დროს აძლიერებს პროვიტამინის შეწოვას. ასეთი წვენების ნარევი განსაკუთრებით ეფექტიანია ანემიისა და მხედველობის დაქვეითების დროს.
- სისუსტე
- კანის სიმშრალე
- გულის ფრიალი
- ქოშინი
- გულმკერდის ტკივილი
- თავბრუხვევა
- მეხსიერების დაქვეითება,
- კიდურების გაცივება,
- თავის ტკივილი
Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ანემიის სამკურნალო ხალხურ რეცეპტს სტაფილოსა და ჭარხლის გამოყენებით
მომზადება და გამოყენების წესი:
- ¼ ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში
- დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და ¼ ჩაის ჭიქა 50 გრადუსამდე შემთბარი ნაღები.
- ფრთხილად მოურიეთ და დალიეთ.
- ეს ნარევი უნდა მიიღოთ დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით ერთი თვის განმავლობაში.