რომელ დაავადებებს ახასიათებს ენის დახეთქვა და წვა.
ენის წვერი მაქვს დახეთქილი და მეწვის. ხშირად ვკითხულობ თქვენს რჩევებს და ამიტომაც გავბედე თქვენი შეწუხება. იქნებ მირჩიოთ რამე?
ექიმის კომენტარი:
მკითხველი საკმაოდ მწირ ინფორმაციას გვაწვდის თავის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე და ასახელებს მხოლოდ ერთ ჩივილს - ენის წვას.ეს სიმპტომი მეტად დამახასიათბელია ანემიის ( სისხლნაკლებობის ) ერთ - ერთი ფორმისათვის. რომელსაც მეგალობლასტური ანუ ვიტამინ B12 - ის დეფიციტით გამოწვეული ანემია ეწოდება. B12 ვიტამინი აუცილებელი ფაქტორია სისხლის წითელი ბურთულების ( ერითროციტების ) ნორმალური წარმოქმნის უზრუნველსაყოფად. ამ დაავადების დროს კი დარღვეულია კუჭში B12 ვიტამინის შეწოვის პროცესი, რაც ნორმალური სისხლწარმოქმნის მოშლას იწვევს. დაავადება უმეტესწილად გვხვდება 40 წლის ასაკს გადაცილებულ ქალებში, უფრო იშვიათად - მამაკაცებში. დასაწყისში ავადმყოფს აწუხებს საერთო სისუსტე, ფეხების დაბუჟება, ტკივილი. კანი და ლორწოვანები მკრთალია, მოყვითალო - ლიმონისფერი. ვითარდება გლოსიტი ( ენის ანთება ): ენა წითელია, ანთებადი, ნახეთქებითა და წყლულებით წვერსა და ნაპირებზე. შემდეგში ენის დვრილები ატროფირდება ( დაპატარავდება ) და ენა გაკრიალებული ჩანს. აღინიშნება კუჭის ანთების ( გასტრიტის ) მოვლენები. შეგრძნება და ტკივილი კუჭის არეში, ზოგჯერ - გულისრევა და პირღებინება.
დიაგნოზის დადასტურება შეგიძლიათ სისხლის ანალიზის აღებით. მეგობლასტური ანემიის დროს სისხლში შემცირებულია ჰემოგლობინი და ერითროციტების რაოდენობა, ხოლო ფერადობის მაჩვენებელი 1,5 და უფრო მეტია (მომატებულია). ამ დროს ამბობენ, რომ ანემია ჰიპერქრომულია. სპეციფიკურია სისხლში დიდი ზომის ერითროციტების - მეგალობლასტების აღმოჩენა.
დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი დროულ მკურნალობაზეა დამოკიდებული, ამიტომ შეკითხვის ავტორს ვურჩევთ, დროულად გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი და დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ჩაიტაროს სათანადო მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
დაავადების სამკურნალო საშუალებაა ვიტამინ B12 -ის შეშხაპუნება კუნთებში (200 მიკროგრამი ყოვლედღე ან დღეგამოშვებით ).ეფექტი ძლიერ სწრაფია. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ავადმყოფის საერთო მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, რის შემდეგაც ინექციები კეთდება კვირაში ორჯერ, ხოლო შემდგომ, შედეგის შესანარჩუნებლად საკმარისია 1 - 2 ინექცია თვეში. ასე უნდა გაგრძელდეს წლების განმავლობაში, რადგან ვიტამინის შეწყვეტა დაავადების რეციდივის მიზეზი ხდება. ვიტამინ B12 - თან ერთად ავადმყოფს ენიშნება ფოლიუმის მჟავა.