ანემიის სამკურნალო საუკეთესო ხალხური საშუალებები
ანემია ხასიათდება სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის დაქვეითებით. დაავადება შეიძლება წარმოიშვას მწვავე და ქრონიკული სისხლდენის შემდეგ, ასევე ერითროციტების აჩქარებული დაშლის და ძირითადი სისხლმბადი ორგანოს - ძვლის ტვინის შესუსტებული ფუნქციის დროს. ანემიის განვითარება შესაძლებელია ზოგიერთი დაავადების (ინფექციები, და ა.შ.) დროსაც. უმეტესად გავრცელებული ანემიის ფორმები დაკავშირებულია სისხლში რკინის უკმარისობასთან. სისხლნაკლებობა იწვევს უმნიშვნელოვანესი ორგანოების, პირველ რიგში გულისა და ტვინის, არასაკმარის მომარაგებას ჟანგბადითა და სხვა საკვები ნივთიერებებით. დაავადების მიზეზი შეიძლება ასევე იყოს არასწორი კვება, მუდმივად დახუთულ ოთახში ყოფნა, ყავის ან ჩაის არაზომიერი გამოყენება.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- 3 ჭიქა წყალში 20 წუთი ხარშეთ 1 ჭიქა შვრია. მიიღეთ თითო ჭიქა 2 - ჯერ დღეში.
- იკვებეთ შინდის ახალი ნაყოფით ან სვით ბაბუაწვერას (ბურბუშელას) ახალი წვენი თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- ყოველდღიურად, უზმოზე მიიღეთ 100 გრ გახეხილი სტაფილო არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად. სასარგებლოა რძეში მოხარშული გახეხილი სტაფილოს გამოყენა.
- ჭინჭრის და არყის ხის ფოთლები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით. ნარევის 2 ს/კ- ს დაასხით 300 მლ მდუღარე, დააყენეთ 3 საათი, გაწურეთ. დალიეთ დღე - ღამის განმავლობაში 3 - 4 მიღებაზე. კურსი 3 - 4 კვირა.
- ანემიით დაავადებული ი ბავშვებისთვის სასარგებლოა ტყის მრავალძარღვას გამხმარი და დაფხვნილი ფოთლებისგან მომზადებული პური ("ხლებცი").
- ჭამეთ მარწყვის ახალი ნაყოფი.
- სვით ასკილის ნაყენი 3 - ჯერ დღეში.
- რეგულარულად მიიღეთ მოხარშული ჭარხალი.
- გამხმარი ზღვის კომბოსტო საკვებში სანელებლის სახით წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელ და სისხლნაკლებობის საწინააღმდეგო კარგ საშუალებას.
- მაყვლის ნაყოფის ნახარში სვით, როგორც ჩაი. გამოიყენეთ ნაყოფი ასევე ნებისმიერი სახით.