უმკურნალეთ ანემიას ხალხური მედიცინის რეცეპტების დახმარებით!
ანემია ( სისხლნაკლებობა ) - ამ დაავადებას სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება ახასიათებს. ჰემოგლობინი იმყოფება სისხლის წითელ სხეულაკებში ( ერითროციტებში ).
ანემიის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია. ის შეიძლება წარმოიქმნას მწვავე ან ქრონიკული სისხლდაკარგვის ერითროციტების გაძლიერებული დაშლის, ძვლის ტვინის არასაკმაო ფუნქციის შედეგად. სისხლნაკლებობა ვითარდება ზოგიერთი დაავადების ( მაგ. ინფექციურის ) შემთხვევაში.
ყველაზე უფრო გავრცელებულია რკინის დეფიციტით განპირობებული ანემია; რკინა კი აუცილებელია ერითროციტებში არსებული ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად. რკინის უკმარისობისას საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების, ნერვული სისტემის, კუნთოვანი აპარატის ფუნქციები ირღვევა.
ხალხური მედიცინის რეკომენდაციები ანემიის სამკურნალოდ.
წყლის წიწმატი სამკურნალო. ნედლი, ახალი ფოთლები გამოიყენება სალათის სახით ან როგორც მოხარშული საკაზმი სურავანდისა და სისხლნაკლებობის დროს. ეს მცენარე შეიცავს C ვიტამინსა და კაროტინს ( A პროვიტამინი ).
ტყის მარწყვი. 1 ს/კ მშრალ დაჭრილ ფოთლებს ( შეიძლება ბალახისა და ფესვების ნაერთიც ) დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გაწურეთ. სვით თითო ჭიქა როგორც მატონიზირებელი საშუალება დღეში 1 -2 -ჯერ.
წიწმატი. რეკომენდებულია მისი წვენის დალევა ყოველდღიურად 2 -2 ჩ/კ დღეში 3 -ჯერ. გამოიყენება ანემიისა და ავიტამინოზის დროს.
აბზინდა. აავსეთ ლიტრიანი ბოთლი აბზინდის მშრალი ბალახით ( დიდი ეფექტურობით გამოირჩევა მაისში შეგროვილი ). დაასხით არაყი, ან სააფთიაქო სპირტი. გააჩერეთ 3 კვირა მშრალ და ბნელ ადგილას ( ტემპერატურა რამდენადმე მაღალი უნდა იყოს ოთახისაზე ). მიიღეთ ნაყენის თითო წვეთი ერთი ბეწო წყალში გაზავებული დილით უზმოზე დღეში ერთხელ 3 კვირის განმავლობაში. სისხლნაკლებობის მწვავე ფორმით თუ ხართ დაავადებული , მაშინ 3 კვირის შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და ისევ გააგრძელეთ მკურნალობა 3 კვირით.
ნაკრები
ორსახლიანი ჭინჭრისა და არყის ხის ფოთლები ავიღოთ თანაბარი რაოდენობის, 2 ს/კ ნაერთს დავასხათ 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი, დავაყენოთ 1 სთ. გავწუროთ, დავუმატოთ ნახევარი ჭიქა ჭარხლის წვენი. დავლიოთ დღე - ღამის განმავლობაში 3 -4 -ჯერზე ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 8 კვირა.
კრაზანას ბალახი - 3 წილი, ჭინჭრის დედის ყვავილები - 2 წილი , მაყვალის ფოთლები - 2 წილი. ეს ყველაფერი დააქუცმაცეთ, კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 3 სთ გაწურეთ. სვით თითო ჭიქა შემთბარი 3-ჯერ დღეში.
რჩევები

- ყოველდღიურად დილით უზმოზე მიირთვით 100 გრ გახეხილი სტაფილო არაჟნით და მცენარეული ზეთით.
- ხალხური მედიცინა ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებს მიაკუთვნებს საზამთროს, ნესვს, თავხვეულ კომბოსტოსა და ასკილს.