ზოგადგამაჯანსაღებელი და ანემიის სამკურნალო შესანიშნავი რეცეპტები

ზოგადგამაჯანსაღებელი და ანემიის სამკურნალო შესანიშნავი რეცეპტები
ანემია ხასიათდება სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის დაქვეითებით. დაავადება შეიძლება წარმოიშვას მწვავე ან ქრონიკული სისხლდენის შემდეგ, ასევე ერითროციტების აჩქარებული დაშლის და ძირითადი სისხლმბადი ორგანოს - ძვლის ტვინის შესუსტებული ფუნქციი დროს.
დაავადების ძირითად ნიშნებს წარმოადგენს კანის საფარველის სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, ხშირი შემცივნება, უძლურება და ძილიანობა, გულის წასვლა, ქოშინი, კრუნჩხვები, დუნედ მიმდინარე საჭმლის მონელების პროცესი.

რეცეპტები:
  • წყლის სამყურას 2 ჩ/კ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი და დააყენეთ 8 სთ. ეს სადღეღამისო დოზაა, რომელიც უნდა დალიოთ დღის განმავლობაში, რამდენიმე მიღებაზე. ან მიიღეთ ფოთლების ფხვნილი ორ - ორი გრამი ერთხელ დღეში, მიაყოლეთ რძე. ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას.

  • საკვებად 1 ჩ/კ გახეხილი პირშუშხა შაქართან ან თაფლთან ერთად ყოველდღიური გამოყენება აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას.

  • ღორის 400 გრ უმარილო მუცლის ქონში ჩადეთ წვრილად დაჭრილი, დიდი ზომის 6 ცალი ანტონოვკის ჯიშის მწვანე ვაშლი. კარგად აურიეთ და ჩადგით აურღუმელში დაბალ ცეცხლზე დასადნობად. სანამ ქონი დადნება, კარგი შოკოლადი გაადნეთ, გაატარეთ დოლბანდში ან საცერში და დაუმატეთ მას შაქრისა და კვერცხის გულების ნარევი, კარგად აურიეთ და დადგით გასაცივებლად. მიღებული მასა წაუსვით პურზე 3 -4 -ჯერ დღეში და აუცილებლად მიაყოლეთ ცხელი რძე. ეს საშუალება მნიშვნელოვნად უმატებს წონას: 800 გრ 2 - კგ - მდე კვირაში.

  • დატენეთ მაისში მოკრეფილი აბზინდით 4 - ლიტრიანი ბოთლი და დაასხით არაყი, დააყენეთ თბილ ადგილას 21 დღე, გაწურეთ. მიიღეთ 25 - 25 წვეთი 1 ს/კ წყალზე 3 კვირის განმავლობაში. სვით ერთხელ დღეში დილით, უზმოზე.

  • ზოგადგამაჯანსაღებელი ნარევი: ალოეს 150 გრ ახალ წვენს შეურიეთ 250 გრ თაფლი და 350 მლ "კოჰორი". სვით თითო სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი