"ბრტყელ ლიქენს" მხოლოდ ერთი ინგრედიენტით უმკურნალებთ!
ეს ამბავი დიდი ხნის წინ გადამხდა თავს. ახლა 75 წლის ვარ. 45 - ის რომ ვიყავი, მუცლის ქვედა არეში შევნიშნე კანის შეწითლება და გამონაყარი, რომელიც ხშირად მექავებოდა. ვიფიქრე, თავისით გამივლის - მეთქი და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მალე სიწითლე და გამონაყარი წელზეც გადამივიდა. მივმართე ექიმებს, დამისვეს დიაგნოზი " ბრტყელი ლიქენი" და დამინიშნეს წამლები. დიდი ხნის განმავლობაში ვმკურნალობდი ტალახით და რადონის აბაზანებით. ცოტა უკეთ ვიყავი, მაგრამ დაავადება თავიდან ვერ მოვიშორე. დაწყლულებული ადგილებიდან სისხლი მდიოდა. ერთხელაც სოფელში სტუმრად ყოფნისას ჩემს ნათესავს ვუამბე ჩემი პრობლემის შესახებ. მან დახედა თუ არა გამონაყარს, მისაყვედურა - რატომ მიიყვანე საქმე აქამდეო და გამომიტანა ორი ბოთლი ვაშლის ძმარი, რომლის გამოყენების წესი თავადვე მასწავლა, თანაც გამაფრთხილა, რადგანაც გამონაყარი უკვე დაწყლულებულია, პირველ ხანებში ტკივილის მოთმენა მოგიწევს, ერთ კვირაში კი კანი სულ გაგისუფთავდებაო.
მკურნალობა:
მეორე დღიდანვე დავიწყე მკურნალობა. გამონაყარზე ვაშლის ძმრის წასმა მტკივნეული იყო, მაგრამ მოთმენა შეიძლებოდა. ჩემმა მეუღლემ დოლბანდის ნაჭერი დაასველა ვაშლის ძმარში და მტკივან ადგილებზე წამისვა. პროცედურის ჩატარებისას მას ხელებზე რეზინის ხელთათმანები ეცვა. ძმარი უნდა წაესვას სწრაფად და ყველგან - არ უნდა გამოტოვოთ დაზიანების არც ერთი კერა. თავიდან საკმაოდ დიდ ტკივილს გავუძელი - ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მდუღარე წყალს მასხამდნენ, მაგრამ ნათესავმა გამაფრთხილა, რომ ხელის ხლება არ შეიძლებოდა, ვიდრე ძმარი არ შემაშრებოდა. ისე მეწვოდა კანი, სიმწრისგან გაზეთით ვინიავებდი. ძმარი რომ შემაშრა, ტკივილმაც მიკლო. იმ ღამით კარგად მეძინა. მეორე და მესამე დღეს უკვე თავად შევძელი ძმრის წასმა და კვირის ბოლოს წყლულები გამიქრა, მათ ადგილას გაჩენილი ქერქებიც ჩამომეფცქვნა.
ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ კანი მთლიანად გამისუფთავდა და დღემდე აღარ შევუწუხებივარ იმ დაავადებას, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვიყავი ჩემი ნათესავის. იგი ვაშლის ძმარს თავადვე აკეთებდა.
ექიმის კომენტარი:
წითელი ბრტყელი ლიქენი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კვანძოვანი გამონაყარი, შემაწუხებელი ქავილით. დაავადების ეროზიულ - წყლულოვან ფორმას კი ახასიათებს კვანძების დაწყლულება, ჰიპერემია ( შეწითლება ). სისხლიანი გამონადენი ეროზიის უბნიდან. ბრტყელი ლიქენის გამომწვევი მიზეზი არასაკმარისადაა შესწავლილი და შესაბამისად დაავადების მკურნალობაც რთულია. ბოლო დროს მკვლევრები მხარს უჭერენ დაავადების ვირუსულ ეტიოლოგიას.
ვაშლის ძმრის გამოყენება დაკავშირებულია მის ანტისეპტიკურ ( ბაქტერიების გამანადგურებელ ) თვისებებთან და მჟავე ბუნებასთან. თუმცა დერმატოლოგიური პათოლოგიის მსგავსი მეთოდით მკურნალობისას გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოთ.