ფსორიაზის სამკურნალო საუკეთესო ბუნებრივი საშუალებები

ფსორიაზის სამკურნალო საუკეთესო  ბუნებრივი საშუალებები
ფსორიაზი - ქრონიკული, არაინფექციური კანის დაავადებაა, გვხვდება საკმაოდ ხშირად, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. უმეტეს შემთხვევაში დაავადება მემკვიდრულია, რომელიც დაკავშირებულია გენეტიკურად განპირობებულ ნივთირებათა ცვლის დარღვევასთნ. და მოქმედებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაზე. ამ დაავადების დროს რეკომენდებულია დიეტა, რომელშიც შემცირებულია ცხოველური ცხიმები, იზღუდება ნახშირწყლები (პირველ რიგში შაქარი) საჭიროა ვიტამინებით დატვირთვა, საკვებში უნდა გაიზარდოს ხილისა და ბოსტნეულის წილი, ხშირად მიიღება მზის და ჰაერის აბაზანები.

რეცეპტები:
  • ფსორიაზით დაავადებულ კანზე პირველი 2 თვის განმავლობაში უსვამენ მალამოს: გაწმენდილი სოლიდოლი 1 კგ, 2 ს/კ თაფლი და 1 ტუბი ბავშვის კრემი შერეული ერთმანეთში. პარალელურად 2 თვე სვამენ მანჯურიული არალიის ნაყენს 25 წვ 2 - ჯერ დღეში 25 დღის განმავლობაში, 10 დღე ისვენებენ. შემდეგი 2 თვე გამოიყენება იგივე მალამო რომელსაც ემატება 3 ს/კ ქრისტესისხლა. დასალევად მიიღება ელეუტეროკოკი 25 წვ 2 - ჯერ დღეში.
    მკურნალობის პირველი თვის ბოლოს იწყებენ ქრისტესისხლას წვენის მიღებას - პირველ დღეს 1 წვ 1/4 ჭ წყალში, შემდეგ ყოველდღიურად ემატება თითო წვეთი 15 წვეთამდე, 15 წვეთი ისმევა მომდევნო 10 დღე.

  • კანის გაჯანსაღების და აქერცვლის შემთხვევაში კეთდება ცხელი საფენები მინდვრის ნემსას ნახარშისგან, შემდეგ უსვამენ კრაზანას ზეთს.

  • ფსორიაზის მკურნალობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ახალი კვერცხი, ხარშეთ 15 წუთი ადუღების შემდეგ. გამოიღეთ გული დასრისეთ, შემდეგ შეწვით მიღებული მასა სუფთა (უცხიმო ) ტაფაზე დაბალ ცეცხლზე პერიოდულად მოურიეთ, 45 წუთის განმავლობაში, მიღებული მასა გაატარეთ მარლაში, გამოწურეთ ცხიმი და ამ ცხიმს უსვამენ დაზიანებულ ადგილას 1 - 2 - ჯერ დღეში. 20 კვერცხისგან მიიღება დაახლოებით 1/2 ჭიქა ზეთი.

  • აიღეთ 2 ჩ/კ შავი ანწლის დაქუცმაცებული მცენარე, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ, მიიღება სამჯერ დღეში ჭამიდან 1 საათის შემდეგ 100 მლ.

  • კარგი ეფექტი აქვს სელის სუფთა ზეთის წასმას დაზიანებულ ადგილზე.

  • ქრისტესისხლას ახალი წვენი ისმევა დაზიანებულ ადგილას 2 - ჯერ დღეში.

  • დაზიანებულ ადგილას წაუსვით მალამო: რომელიც მზადდება 6 კვერცხის ცილის, 3 გრ თაფლის, 1/2 ჩ/კ ქრისტესისხლას ფხვნილის 80 გრ გაწმენდილი სოლიდოლი და 5 გრ ბავშვის კრემისგან.

  • ასკილის მშრალი ტოტების ბოლოები დაწვით, ნაცარი შეურიეთ ვაზელინში, მალამო ისმევა დაზიანებულ ადგილზე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი