ფსორიაზის ( ქერცლოვანი სირსველი ) სამკურნალო ხალხური მალამოები.
ფსორიაზი გადამდები დაავადება არაა, ხშირად გვხვდება და ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. მკურნალობის დაწყების წინ საჭიროა ნაწლავების გაწმენდა, ტერფის კანის გაჯანსაღება, კბილების მკურნალობა. დაიცავით დიეტა: უარი თქვით ცხარე და ცხიმიან საკვებზე, გამოიყენეთ ბავშვის კვებაში მეტი ხილი და ბოსტნეული.
- დაზიანებულ ადგილებზე პირველი 2 თვე წაუსვით მალამო ( 1 კგ სუფთა სოლიდოლი, 2 ს/კ თაფლი, 1 "ტუბიკი" საბავშვო კრემი ). ერთდროულად 2 თვე მიეცით დასალევად მანჯურიის არალიას სპირტიანი ნაყენი - 15 - 15 წვეთი 3 - ჯერ დღეში, 10 დღიანი შესვენებებით. შემდეგი 2 თვე გამოიყენეთ იგივე მალამო, მაგრამ 1 კგ სოლიდოლს დაუმატეთ ქრისტესისხლას 3 ს/კ დაფხვნილი ბალახი. ამ პერიოდში მიეცით ელეუტეროკოკის სპირტიანი ნაყენის 15 - 15 წვეთი 2 - ჯერ დღეში. ყოველი 20 დღის შემდეგ შეისვენეთ ათ - ათი დღე. მკურნალობის პირველი თვის ბოლოს დაიწყეთ ქრისტესისხლას წვენის მიღება ერთი წვეთიდან, მცირე რაოდენობის რძესთან ერთად. ყოველდღე დაუმატეთ თითო წვეთი. ადიხართ 20 წვეთამდე, შემდეგ კი უკურეჟიმით - 20 დან 1 წვეთამდე, ამცირებთ რა დოზას ყოველდღიურად თითო წვეთით. ბავშვთა მკურნალობისას გააკეთეთ ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება ქრისტესისხლას წვენის დალევა ღვიძლის დაავადებების დროს. როდესაც დაიწყება შეხორცება და გამოვლინდება კანის აქერცვლა, გაუკეთეთ მინდვრისნემსას ცხელი საფენები, რის შემდეგაც წაუსვით კრაზანას ზეთი.
ყურადღება! - ქრისტესისხლა ბავშვებს შეიძლება მივცეთ მხოლოდ შვიდი წლიდან. - აიღეთ ქათმის 20 ახალი კვერცხი, ხარშეთ ადუღებიდან 15 წუთის განმავლობაში, ამოიღეთ გულები და მოსრისეთ. შემდეგ კვერცხის გულები შეწვით სუფთა ტაფაზე ცხიმის გარეშე, ნელ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ 45 წუთის განმავლობაში. მიღებული მასიდან დოლბანდით გამოწურეთ ზეთი ( მიიღება თითქმის 1/2 ჭიქა ). წაუსვით ეს ზეთი დაზიანებულ ადგილებზე 1 - 2 -ჯერ დღეში.
- მოამზადეთ მალამო 6 კგ კვერცხის გულის, 3 გრ თაფლის, 1/2 ჩ/კ ქრისტესისხლას ბალახის ფხვნილის, 80 გრ სუფთა სოლიდოლის და 5 გრ საბავშვო კრემისგან. წაუსვით კანის დაზიანებულ უბნებზე 2- 3 - ჯერ დღეში.
- დაწვით ასკილის კიდურა ტოტები. მიღებული ნაცრითა და საბავშვო კრემით ( 1:1 ) მოამზადეთ მალამო და წაუსვით დაზიანებულ უბნებზე 2 - 3 - ჯერ დღეში.
- დაზიანებული ადგილები გულმოდგინედ გაწმინდეთ სპირტით და შემდეგ წაუსვით ქაფუნას წვენი.