როგორ უნდა მოიქცეთ თუ ბავშვს კრუნჩხვა დაეწყო და როგორ უნდა განასხვავოთ კრუნჩხვა ეპილეფსიისგან.
როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს კრუნჩხვა დაეწყება და როგორ უნდა განვასხვავო კრუნჩხვა ეპილეფსიისგან?
ექიმის კომენტარი:
ფებრილური კრუნჩხვის ეპიზოდებს მშობლები ხშირად ეპილეფსიად მიიჩნევენ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა კრუნჩხვა ეპილეფსია არ არის. ფებრილური კრუნჩხვა 3 თვიდან 5 წლამდე ბავშვებში ვითარდება ცხელების ( მაღალი ტემპერატურის ) დროს. როდესაც მშობელი პირველად ხედავს ასეთ შეტევას, იბნევა. ფებრილური კრუნჩხვის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს მინერალების ( კალციუმის, მაგნიუმის ) ნაკლებობა, შაქრის დონის დაქვეითება სისხლში ( დიაბეტიან ბავშვებში ), მოწამვლა, ელექტროტრამვა, მზის დაკვრა. ასეთი კრუნჩხვები უფრო ხშირად ერთჯერადია ან საკმაოდ დიდი შუალედებით ვლინდება და არ ვითარდება, თუ მაპროვიცირებელი ფაქტორი არ არსებობს.
შემთხვევათა 2 - 5 % - ში შესაძლებელია ფებრილური კრუნჩხვების ეპილეფსიად გარდაქმნა. ამიტომ მშობელი ყურადღებით უნდა იყოს.
ფებრილური კრუნჩხვის განმეორებითი შეტევის ალბათობა საკმაოდ დიდია და მისი რეციდივის აბსოლიტური გამორიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუმცა შეტევას ყველაზე ხშირად მაღალი ტემპერატურა იწვევს, უნდა მოვერიდოთ ბავშვის ორგანიზმის მეტისმეტად გადაცივებასაც. კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცივ აბაზანებს, სპირტით დაზელვას, ვენტილატორების გამოყენებას უარყოფითი ეფექტი აქვს, ზოგჯერ დისკომფორტს იწვევს და ცუდად მოქმედებს კრუნჩხვის მიმდინარეობაზე. ტემპერატურის მკვეთრი დაქვეითება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, რასაც ტემპერატურული რეაქციის მეორე ტალღა მოსდევს ხოლმე. მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებზე აუცილებლად ბავშვის მკურნალ ექიმს ( პედიატრს ) უნდა გაესაუბროთ. იგი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა რაიმე პრეპარატის დანიშვნა და მის დოზასაც შეგირჩევთ. საერთოდ კი, ბავშვი აუცილებლად გაასინჯეთ ნევროლოგსაც.