დაივიწყეთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ხალხური რეცეპტების დახმარებით

დაივიწყეთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ხალხური რეცეპტების დახმარებით
ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ესაა ვენების დაავადება, რომელიც გამოიხატება მათი ზომების გადიდებაში, ფორმის ცვლილებასა და ელასტიურობის შემცირებაში. ძირითადად ზიანდება ქვემო კიდურების ზერელე ვენები, სწორი ნაწლავის ვენოზური წნულები, საყელოს სისტემისა და სათესლე არხის ვენები. ვენების ვარიკოზული გაგანიერების განვითარებას ხელს უწყობს ვენოზურ სისტემაში სისხლის გადინების გაძნელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფეხზე სისტემატური, ხანგრძლივი დგომით და ა.შ. დაავადებას წინასწარ განაწყობს ვენოზური სარქველების თანდაყოლილი სისუსტე. კანის სისხლით მომარაგების დარღვევის გამო დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს შეშუპებები და გაჩნდეს წყლულები. ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ხშირად მივყავართ თრომბოფლებიტამდე.

რეცეპტები:
  • ძალიან ეფექტურია სისხლძარღვთა გასუფთავებისათვის მიკულინის ვარჯიშები: ავიწიოთ ფეხის წვერებზე ისე, რომ ქუსლები მოშორდეს იატაკს 1 - 2 სმ -ით, რის შემდეგაც მკვეთრად დავეშვათ მათზე. გავაკეთოთ 30 - ჯერ, შევისვენოთ 10 წამი. ვარჯიში უნდა შევასრულოთ მშვიდად, აუჩქარებლად, 3 - 5- ჯერ დღეში. თითოეული ვარჯიშის დროს ვაკეთებთ არაუმეტეს 60 დარტყმას ქუსლით იატაკზე.

  • კარგად იწოვება შებერილი ვენური კვანძები, თეთრი აკაციის ყვავილის სპირტიანი ნაყენით, კარგად დასველების და დაზელის დროს.

  • მუხის ქერქის ნახარში მოქმედებს სისხლძარღვებზე გამამაგრებლად. 1 ს/კ ქერქს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, ვაცხელებთ ნელ ცეცხლზე 25 წთ, ვაყენებთ 40 წთ, ვწურავთ. ვსვათ თითო ს/კ ჭამამდე, 3 - 4- ჯერ დღეში.

  • დღის განმავლობაში ნაძვის ან ფიჭვის ფისის 5 -6 ბურთულის ( ბრინჯის მარცვლის ოდენობის ) შიგნით მიღება, რაღაც დროის განმავლობაში, ამაგრენს შინაგან სისხლძარღვებს.

  • დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 1 ს/კ დაქუცმაცებულ ტყის თხილის ფოთლებს ან ქერქს და დავაყენოთ 6 სთ. ვსვათ 3/4 ჭიქა 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, 1 თვის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი