ამ კატლეტებს ბავშვებს ყოველ დილით ვუმზადებ. სასარგებლოა და თან ძალიან გემრიელი!

ამ კატლეტებს ბავშვებს ყოველ დილით ვუმზადებ. სასარგებლოა და თან ძალიან გემრიელი!
ერთ-ერთ ტრადიციულ კერძად, რასაც დიასახლისები ხშირად ამზადებენ, კატლეტი ითვლება. ეს კერძი ნოყიერიც არის და გემრიელიც. მარტივად მზადდება და ყოველწუთს რეცეპტში ჩაჭყეტვაც საჭირო არ არის. თუკი, მოგბეზრდათ ერთი და იგივე, შეიტანეთ მრავალფეროვნება ჩვეული კერძის მომზადებისას.
მოამზადეთ ღვიძლის კატლეტები ამ რეცეპტით.

საჭირო მასალა:

  • საქონლის ხორცის ღვიძლი 500 გ
  • ნიორი 5-6 კბილი
  • სოდა 0,5 ჩ/კ
  • არაჟანი 250-300 გ
  • ზეთი 30 მლ
  • სალა 150 გ
  • ფქვილი 2 ს/კ
  • ხახვი 2 თავი
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. გაატარეთ ხორცი.
  2. გაფცქვენით ნიორი და დაჭერით წვრილად. იმისათვის, რომ დაზოგოთ დრო, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბლენდერი.
  3. შეურიეთ გატარებული ღვიძლი, სალა და ნიორი. დაუმატეთ მასას ფქვილი და სოდა, აურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
  4. გაახურეთ ტაფაზე ზეთი. გააკეთეთ მიღებული მასისგან ოლადები კოვზის მეშვეობით და შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.
  5. მოამზადეთ სოუსი. ამისათვის დაჭერით ხახვი წმინდად და მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ არაჟანი, მარილი და აურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.
  6. აიღეთ ქვაბი და ჩაალაგეთ კატლეტები ფენებად, წაუსვით თითოეულ ფენას არაჟნის სოუსი.
  7. ქვაბში ჩაასხით რამდენიმე კოვზი წყალი. დააფარეთ ქვაბს თავსახური და თუშეთ კატლეტები დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!