კუჭმაჭი - ქართული სამზარეულოს სიამაყე
კუჭმაჭს სხვადასხვა ხორცის გულ-ღვიძლისგან ამზადებენ და ყველა კულინარს მისი შეკმაზვის თავისებური მეთოდი აქვს. fpaparazzi ქათმის გულ-ღვიძლის კუჭმაჭის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქინძი
- ქათმის გულ-ღვიძლი 900 გ
- ბროწეული 1 ცალი მოზრდილი
- ცხარე წიწაკა 1 ცალი
- ნიორი 4 კბილი
- ხმელი კოწახური 1 ჩ/კ
- სუნელების ნარევი 1 ჩ/კ
- ხმელი რეჰანი
- წითელი მშრალი ღვინო 0,5 ჭიქა
- ზეთი 4 ს/კ
- ხახვი 1 თავი საშუალო ზომის
- ხმელი ქინძის თესლი 1 ჩ/კ
- მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
- ბროწეული წინასწარ მოათავსეთ მაცივარში.
- გარეცხეთ ქათმიმს გულ-ღვიძლი და დაჭერით პატარა კუბიკებად.
- ხახვი გაფცქვენით და წმინდად დაჭერით.
- ტაფაში გაახურეთ 2 ს/კ ზეთი და მოათავსეთ მასში გულ-ღვიძლი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და შეწვით მაღალ ცეცხლე 6 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
- დაუმატეთ 3 ს/კ ღვინო და ნახევარი ჭიქა წყალი. გააგრძელეთ თუშვა დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში, სანამ სითხე მთლიანად არ ამოქრება ტაფიდან.
- მეორე ტაფაში გაახურეთ დარჩენილი ზეთი და მოხრაკეთ მასში ხახვი 4 წუთის განმავლობაში.
- ნიორი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად.
- ცხარე წიწაკა გარეცხეთ, გაასუფთავეთ თესლისგან და დაჭერით წვრილად.
- მოათავსეთ ჯამში ნიორი, წიწაკა და დაუმატეთ სხვა სუნელები. კარტად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ღვინო და კვლავ აურიეთ.
- გულ-ღვიძლთან ტაფაში დაუმატეთ მოხრაკული ხახვი და სუნელებიანი მასა. აურიეთ და თუშეთ მაღალ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში.
- გამოიღეთ მაცივრიდან ბროწეული. გაარჩიეთ.
- ქინძი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წვრილად. მზა კუჭმაჭს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ქინძი.
გემრიელად მიირთვით!