ქათმის კატლეტები შებოლილი გემოთი
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ნაცნობი კერძი განსხვავებული გემოთი. შებოლილი ქათმის ხორცის დამატებით კატლეტებს საოცრად პიკანტური გემო მიენიჭება.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გაფცქვენით ხახვი და ნიორი, დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. გაახურეთ ტაფა და დაასხით რამდენიმე კოვზი ზეთი. მოხრაკეთ ხახვი და ნიორი 5 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
დაუმატეთ იტალიური ან პროვანსული სანელებლები და ხრაკეთ კიდევ 30 წამი. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან.
გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. ქათმის ფილე და შებოლილი ნაჭერი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. გგაატარეთ მომზადებული პროდუქტები, მათ შორის მოხრაკული ხახვი და ნიორი კომბაინში მსხვილ ბადეზე.
დაჭერით კარაქი კუბიკებად და მოათავსეთ ყინულიან წყლიან ჯამში.
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. დაისველეთ ხელები ზეთში, აიღეთ დიდი სუფრის კოვზით ფარში, გადმოიტანეთ ხელისგულზე და გააკეთეთ მასში ჩაღრმავება. ჩადეთ კარაქის ნაჭერი და დააგორგოლავეთ ბურთივით, დაახლოებით პინგ-პონგის ბურთისხელად.
ბურთები გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ ღუმელის ზედა თაროზე 15 წუთის განმავლობაში. სანამ სუფრასთან მიიტანდეთ, გააჩერეთ კატლეტები ღუმელში 5-7 წუთი.
საჭირო მასალა:
- 600 გ ქათმის ფილე
- 1 ნაჭერი შებოლილი ქათმის ხორცი
- 1 მოზრდილი კარტოფილი
- 1 საშუალო ზომის ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 70-80 გ კარაქი
- ზეთი
- 1 ჩ/კ იტალიური ან პროვანსული სუნელების ნარევი
- მარილი და პილპილი გემოვნებით