ქათმის ფილე უჩვეულო მეთოდი მოვამზადე! ძალიან წვნიანი და საოცრად გემრიელი გამოვიდა...
ყველა გამოცდილ დიასახლისს საყინულეში აქვს ქათმის ფილეს მარაგი. ასეთი მარაგი არცთუ იშვიათად იხსნის მათ მოლოდნელი სტუმრების გამასპინძლებისას.
ხშირად საკმარისია, მოხარშოთ კარტოფილი და შეწვათ რამდენიმე ქათმის ფილე. მაგრამ რა საჭიროა ბანალურობა, როცა რეკორდულად მოკლე დროში შეძლებთ მოამზადოთ საოცარი კერძი?
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
ხშირად საკმარისია, მოხარშოთ კარტოფილი და შეწვათ რამდენიმე ქათმის ფილე. მაგრამ რა საჭიროა ბანალურობა, როცა რეკორდულად მოკლე დროში შეძლებთ მოამზადოთ საოცარი კერძი?
საჭირო მასალა:
- 1 კგ ქათმის ფილე
- 250 გ ცხიმიანი ხაჭო
- 100 გ ისპანახი
- 100 გ ყაბაყი
- 50 გ ჰოლანდიური ყველი
- 3 კბილი ნიორი
- 2 ჩ/კ მარილი
- ½ ჩ/კ პაპრიკა
- 2 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები (ორეგანო, ბაზილიკი, როზმარინი)
მომზადების წესი:
- გახეხეთ ყაბაყი.
- დაჭერით წვრილად ნიორი და გახეხეთ მსხვილად ყველი.
- ღრმა ჯამში ერთმანეთში აურიეთ ხაჭო, ქორფა ისპანახი, გახეხილი ყაბაყი და ყველი. დაუმატეთ ½ ჩ/კ მარილი.
- გარეცხეთ ქათმის ფილე და გაჭერით 2 ნაწილად. თითოეულს მოაყარეთ მარილი და პაპრიკა და ასევე ხმელი იტალიური სანელებლები.
- გააკეთეთ ფილეს თითოეულ ნაჭერზე განივი ჩანაჭერი.
- ჩადეთ ამ ჩანაჭრელში ხაჭოს გულსართი და ღია კიდეები დაამაგრეთ კბილის ჩხირებით.
- შეწვით ფილე ტაფაზე ორივე მხრიდან, ზედაპირის დაბრაწვამდე.