თუკი ზამთრისთვის მარაგს აკეთებთ, აუცილებლად მოამზადეთ პრასის მარინადი

თუკი ზამთრისთვის მარაგს აკეთებთ, აუცილებლად მოამზადეთ პრასის მარინადი
დარწმუნებულები ვართ, ბევრი გამოცდილი დიასახლისისთვისაც ეს მარინადი აღმოჩენა გახდება. ის უგემრიელესი გამოდის. ასე რომ, არ დაიზაროთ და შეინახეთ პრასი ამ წესით.
მოცემული ინგრედიენტები გათვლილია 0,5 ლ-იან ქილაზე.

საჭირო მასალა:

  • პრასი 0,5 კგ
  • მარილი 1ს/კ
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • შაქარი 1 ს/კ
  • ძმარი 50 მლ
  • შავი პილპილის მარცვლები 5 ცალი


მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხეთ პრასი და დაჭერით 5-დან 10 სმ სიგრძის ნაჭრებად.
  2. ნახევარლიტრიანი ქილის ფსკერზე ჩაყარეთ შავი პილპილის მარცვლები, დაუმატეთ მარილი, შაქარი და დაფნის ფოთოლი.
  3. აადუღეთ წყალი.
  4. მჭიდროდ ჩატენეთ პრასი ქილაში.
  5. დაასხით ადუღებული წყალი და დაახურეთ თავსახური. გააჩერეთ წყალში ნიორი 20 წუთი. შემდეგ გადაუღვართ წყალი და კვლავ აადუღეთ მარილწყალი, ქილაში დაუმატეთ კიდევ ძმარი.
  6. დაასხით ადუღებული მარილწყალი პრასს და მოხუფეთ ქილა.
  7. შეფუთეთ ქილა და გააჩერეთ ასე, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.